ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.04
ვაშინგტონი: იმას კი ნუ უყურებ, რამდენი გაიარე, არამედ იმას შეხედე, რამდენი დაგრჩა კიდევ გასავლელი.
ვოლტერი: სასაცილოა, როდესაც ადამიანებს არ მოსწონთ შენში ის ცვლილება, რომელიც თვითონ გამოიწვიეს.
ციცერონი: ხალხის უსაფრთხოება არის უზენაესი კანონი.
შოუ: პროპაგანდა არ აქცევს ადამიანებს იდიოტებად, ის თავიდანვე მათზეა გათვლილი.
ზვიად გამსახურდია: ყველაფერი შეიძლება, წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას.
დოჩანაშვილი: ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.
ბერნარ ვერბერი: ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს. გუშინ ძლიერ ადრე იყო, ხვალ ძალიან გვიან იქნება.
ჰაინრიხ ჰაინე: გამოცდილება კარგი სკოლაა, მაგრამ სწავლა ძალიან ძვირი ღირს.
კურტ ვონეგუტი: როცა არასწორი მიმართულებით გაუხვევ, ერთი ნაბიჯით უკან დახევა სწორად გადადგმული ნაბიჯის ტოლფასია.
კასიანე რომაელი: ერში მცხოვრებნი ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც ვეფხვებსა და ლეოპარდებს.
ნილოს სინელი: ნაკლოვანებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან ის იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს.
იოანე ოქროპირი: არასოდეს გეშინოდეს სასჯელის, მაგრამ გეშინოდეს ცოდვის, რაც სასჯელს წარმოშობს.
მიხეილ ჯავახიშვილი: ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს.
პიუზო: ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა, ადამიანებს რომ ერთმანეთზე ლაპარაკის ნაცვლად ერთმანეთთან ლაპარაკი შეეძლოთ.
ჯონ კარლინი: რა კარგია ეგოისტებში! ისინი არ განიხილავენ სხვა ადამიანებს.
უაილდი: ქალი მზაკვარია.... ხშირად შურისძიებისთვის ომის მაგივრად მეგობრობას გთავაზობს.
ბრიუერი: თუ ქალს სახეზე სიმართლე და კეთილშობილება აწერია, ის ლამაზი იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან