ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.04
რაიმონ არონი: ადამიანი გონიერი არსებაა, მაგრამ ეს არ ეხება კაცობრიობას.
ვოლტერი: იცხოვრო ადამიანურად, ნიშნავს, იცხოვრო პიროვნებებს შორის.
გაბრიელ ბონო დე მაბლი: კარგი პოლიტიკა არ განსხვავდება კარგი მორალისგან.
ვოვენარგი: დემოკრატიის არსი – ეს გამუდმებით ლავირებაა.
ჰიუგო: მე გულგრილად ვუდგები მტრისგან დანის დარტყმას, მაგრამ ჩემთვის მტანჯველია ქინძისთავით ნაჩხვლეტი მეგობრისგან.
დევენანტი: პატივმოყვარება – ეს ჭკუის კადნიერებაა.
სტალონე: თუ საკუთარ ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, მზად ვარ, შეგეკამათოთ, რომ თქვენი ცხოვრების 80 პროცენტს შეინანიებთ, მაგრამ ცხოვრება სწორედ ეს შეცდომებია.
ლინკოლნი: არ შეიძლება დანებება არა მარტო ერთხელ, არამედ ასჯერ დამარცხების შემდეგაც.
შარდენი: წარმატების ტაძარში არ არის ღია კარები. ყოველი შემსვლელი თვითონ შეანგრევს თავის კარს, რომელიც იხურება მის უკან ყველა სხვისთვის და არ ატარებს მის საკუთარ შვილებსაც კი.
ამბა დოროთე: როგორც მდინარეში მოცურავე იმდენად არ ფიქრობს იმაზე, ბევრი გამოცურა თუ არა ნაპირიდან, არამედ უფრო მეტად იმაზე – შორია თუ არა იმ ნაპირამდე, რომლისკენაც მიცურავს, ასევეა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე.
ამბა პიმენი: ბოროტების დასაწყისი დაბნეულობაა.
იოანე ოქროპირი: ცხონების საქმეში ყველაზე საშიშია მომენტი, როდესაც წარმოვიდგენთ, თითქოს საფრთხე აღარ გვემუქრება.
რუსო: ცოდვებს ჩუმად სჩადიან... მარხვას ხმამაღლა იცავენ.
ჩესტერფილდი: ადამიანმა ათასჯერ რომ გაწყენინა და მაინც გიყვარს, ესე იგი, შენ შტერი ხარ და ის – უნამუსო.
ბროდსკი: სიყვარული მარტოობასთან განშორებაა.
დიუმა (მამა): ვინც ლამაზად ცხოვრობდა, ლამაზადვე კვდება.
უაილდი: ძალზე საშიშია, შეხვდე ქალს, რომელიც სრულიად გიგებს, ჩვეულებრივ, ეს ქორწინებით მთავრდება.
ჰოპკინსი: ცოლი არ უნდა მოიყვანო, მაგრამ ამას რომ მიხვდე, ამისთვის ცოლი უნდა მოიყვანო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან