ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.04
ჩერჩილი: რომელიმე ერზე გაბატონებისთვის საჭიროა გამყიდველი უმცირესობა და უვიცი უმრავლესობა.
ჰენრი კისინჯერი: საშიშია, იყო ამერიკის შეერთებული შტატების მტერი, მაგრამ იყო მისი მეგობარი – გარანტირებული სიკვდილია.
ვერნადსკი: რუსული დემოკრატია – ეს არის მაძღარი ღორების სამეფო.
ბერკლი: ცოტანი აზროვნებენ, მაგრამ ყველას სურს, ჰქონდეს საკუთარი აზრი.
ჟაკ ფრესკო: ჩვენ ან ვისწავლით ერთად ცხოვრებას, ან დავიღუპებით ცალ-ცალკე.
აინშტაინი: მე სიკვდილი მივიჩნიე ძველ ვალად, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადავიხადოთ.
რუსო: ყველა ჩვენი აზრი ერთნაირად ფუჭი და საეჭვოა. იმას, რასაც დღეს ვიწონებთ, ხვალ ვგმობთ.
ვოლტერი: პიროვნებები, როგორც ასეთი, არ არსებობენ. ჩვენ, ყველანი ცხოვრების გარემოს პროექციები ვართ. ძნელია, ამ აზრს დავეთანხმოთ და გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს ასეა.
ნეტარი ავგუსტინე: არ უწილადო ღატაკებს მხოლოდ იქიდან, რაც მოგჭარბდება.
იოანე ოქროპირი: ყოველთვის ჩვენი ახლობელია ის, ვისაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება.
ტიხონ ზადონელი: ვინც სხვას არ შეეწევა, იმიტომ რომ იგი იუდეველი, თურქი ანდა ლუთერანია, ის არ არის ქრისტიანი.
გაბრიელ ბონო დე მაბლი: დასჯა უმალ უნდა აზიანებდეს სულს, ვიდრე სხეულს.
რაიმონ არონი: დათანხმდე კომპრომისზე, ნიშნავს, ნაწილობრივ აღიარო სხვათა არგუმენტების სამართლიანობა.
ვოვენარგი: თქვენ მსგავსებად გქმნიან, რათა გმართონ, ხოლო როცა ომი იწყება, პატრიოტებად გაქცევენ.
ბილი კრისტალი: ქალისთვის აუცილებელია მიზეზი სექსისთვის, მამაკაცისთვის კი – მხოლოდ ადგილი.
რანევსკაია: თუ ქალი მამაკაცს ეუბნება, რომ ის ყველაზე ჭკვიანია, ნიშნავს, რომ ის მიხვდა, მეორე ასეთ სულელს ვიღარ იპოვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან