ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.03

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

დოსტოევსკი: ფული ისეთი საშუალებაა, რომელიც არარაობა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს.

ჩარლზ ბუკოვსკი: მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდენ.

ჩარლი მანგერი: დიდი ფული ყიდვა-გაყიდვაში კი არა, ლოდინშია.

პიუზო: არავის გადაჰყვე, ყველა მაინც შენს იმ ერთ შეცდომას დაინახავს.

პასკალი: რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით მეტ ორიგინალურობას პოულობს ადამიანებში. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ყველა ადამიანი ერთი სახისაა.

რანევსკაია: მარტოობა – როდესაც სახლში არის ტელეფონი და რეკავს მაღვიძარა.

ტომას ედისონი: თითოეული წარუმატებელი მცდელობა – ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.

რემარკი: ნურასოდეს იწყებ რთული გზების ძებნას იქ, სადაც ადვილი გზა არსებობს.

ჩერჩილი: ერთადერთი რამ შეიძლება იყოს მოკავშირეებთან ერთად ომზე უარესი – მათ გარეშე ომი.

იოანე ოქროპირი: მოწყალებას ღატაკს აძლევ, მას კი ქრისტე იღებს.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: არცთუ იშვიათად მართალნი არა წმინდათა ხელში მიეცემიან, არა უწმინდურთა დიდებისთვის, არამედ მართალთა გამოსაცდელად.

ბასილი დიდი: არაწმინდება დახელოვნებულ სიტყვაში უფრო მეტი ბოროტების მომტანია, ვიდრე გაუნათლებლობა.

ჰიუგო: შეიცვალეთ თქვენი აზრები, შეინარჩუნეთ თქვენი პრინციპები. ცვალეთ ფოთლები, შეინარჩუნეთ ფესვები.

ვოლტერი: კაცობა რომ დაინახო, შენ თვითონ უნდა იყო კაცი! ღირსებას თუ ეძებ, შენ თვითონ უნდა იყო ღირსეული! მაშინ დაინახავ ყველაფერს, თუ არადა ტყუილად ნუ ეძებ, მაინც ვერ იპოვი, იმიტომ რომ არ იცი, რას ეძებ.

ოტია: როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები გივიწყებენ, თავხედები კი უფრო თავხედდებიან.

ვოვენარგი: ვერ მაწყენინებს ადამიანი, რომელიც ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

შანელი: როცა ჭკვიანი ქალი მამაკაცის ცხოვრებიდან მიდის, ნაკვალევს ტოვებს, არა იმიტომ, რომ მოძებნონ, არამედ იმიტომ, რომ ვერ დაივიწყონ.

კამიუ: ქალი მზაკვარია... ხშირად შურისძიებისთვის ომის ნაცვლად მეგობრობას გთავაზობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი