ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.03

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ლინკოლნი: მე არ ვიცი, ვინ იყო ბაბუაჩემი, ბევრად მეტად ვფიქრობ იმაზე, ვინ იქნება მისი შვილიშვილი.

ჰაბარდი: ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება, ცხოვრებაში დაუშვათ, არის ის, რომ გქონდეთ შეცდომის დაშვების მუდმივი შიში.

რუსო: იგრძენი დღეს თავი იმად, ვინც გინდა, რომ გახდე ხვალ.

რანევსკაია: უნდა იცხოვრო ისე, რომ არამზადებსაც ახსოვდე.

ვაშინგტონი: მე რომ რვა საათი მქონდეს იმისთვის, რომ მოვჭრა ხე, ექვს საათს დავხარჯავდი იმისთვის, რომ გავლესო ნაჯახი.

ვაჟა: ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია.

კოტე მარჯანიშვილი: ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული და შთაბეროს მას მხნეობა.

ილია: ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.

ამბა ავაგრე: უმჯობესია, ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე ყალბი მეგობარი.

ნილოს სინელი: შენს ხელმძღვანელად ის აირჩიე, ვინც თავისი ცხოვრების წესით უფრო ასწავლის, ვიდრე იმით, რაც მისგან ესმით.

მარკოზ მოსაგრე: ჭეშმარიტი ბრძენი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ კარგად გააკეთოს, მაშინ, როდესაც ცრუ ბრძენი მხოლოდ ერთს ცდილობს – მასზე ამბობდნენ, რომ ის კარგად აკეთებს.

ვოლტერი: ყველაფერს გაუძლებთ, მთავარია, გიყვარდეთ ის, ვინც ამას თქვენთან ერთად გადაიტანს.

ტვენი: როდესაც იტყვი ან გაიფიქრებ, რომ არ გამოგდის, გაიხსენე, რისთვის დაიწყე.

სტივენსონი: ნებისმიერი პროგრესის წყარო, ყოველთვის მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებდნენ.

მარი დე სევინიე: გულს ნაოჭები არ აქვს.

კამიუ: მამაკაცი უკეთესად ურთიერთობს იმ ქალთან, ვისაც ის არ აინტერესებს.

უაილდი: ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს – წარსული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი