ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.03, 2024 წელი

მარი დე სივინიე: ხანგრძლივი იმედები ასუსტებენ სიხარულს, მსგავსად იმისა, როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობები ასუსტებენ ტკივილს.
სტივენსონი: ვინც ტალახს ისვრის აქეთ-იქით, ნიადაგს კარგავს ფეხების ქვეშ.
ჯობსი: ინფორმაციის ზედმეტობას სულის დაკნინებისკენ მივყავართ.
ჟვანეცკი: აუცილებლად იმეგობრეთ თქვენზე უკეთესებთან, დაიტანჯებით, მაგრამ გაიზრდებით.
ემანუელ ადოლფ ესარი: ის, ვინც ბოლოს იცინის, შეიძლება, ყველაზე უკეთესად იცინოდეს, მაგრამ ტუტუცის რეპუტაციას იძენს.
ვოლტერი: ყველა მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას მთავარი ადამიანია.
პიუზო: ყოველთვის ის იყავი, რაც ხარ სინამდვილეში. კარგი ადამიანები შენში კარგს დაინახავენ, დანარჩენები კი – იმას, რაც თვითონ არიან.
ჰიუგო: არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.
იოანე ოქროპირი: წმინდანის პატივისცემა მათ მიბაძვაში მდგომარეობს.
მარკოზ მოსაგრე: როდესაც ძმის ცოდვებს დავფარავთ, უფალიც დაფარავს ჩვენს შეცოდებებს, ხოლო როდესაც მოყვასის შეცოდებებს გავამჟღავნებთ, უფალი ჩვენს ცოდვებს განაცხადებს.
ისააკ ასური: ამ სამყაროში ისე უნდა იცხოვრო, თითქოს სულით ზეცად იყო, სხეულით კი – საფლავში.
ვოვენარგი: თუ ვინმე გძულს, ესე იგი, მან დაგამარცხა.
ლინკოლნი: ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნაკლოვანებები, ძალიან მცირე ღირსებები აქვთ.
რუსო: დადგება დღე, როდესაც განიხილავ შენს ცხოვრებას, ვერ აღმოაჩენ მასში ვერაფერს ისეთს, რაზეც ოცნებობდი.
ჟორჟ სანდი: სიყვარული ეგოისტურია, ის საშველად მეგობრობას მიმართავს, როცა ტანჯვას განიცდის.
მელიბანი: ქალი დღისით ღირსებისთვის უყვართ, ღამით – იმისთვის, რასაც სხვა დროს უწესობად ჩაუთვლიან.
ილფი და პეტროვი: ასაკი მნიშვნელოვანია ხბოსთვის, ქალი ყოველთვის ახალგაზრდაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან