ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.02

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ტერენტი გრანელი: საქართველო – ეს ის მხარეა, სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.

მონტენი: ტყუილს იტყვი და ნდობას დაკარგავ. სიმართლეს იტყვი და ადამიანებს კარგავ.

სტალინი: მკვდარი არაფერს იტყვის, მაგრამ მასზე მოგვეკითხება.

ჰიპოკრატე: სხეულსა და სულს შრომა და დასვენება კურნავს.

ჩესტერფილდი: ადრე ვფიქრობდი, კომფორტულად გრძნობდნენ თუ არა ადამიანები ჩემთან თავს. ახლა კი ვფიქრობ, მე თუ ვგრძნობ მათთან თავს კომფორტულად.

ვერსაჩე: ყველაზე რთული მომენტი მაშინ გვაქვს, როცა ყველას სჯეროდა, რომ კარგად ვიყავით.

ბეკონი: ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, რომ არ დაემსგავსო იმას, ვინც გაგამწარა.

ფრანკლინი: სწორად ფიქრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრის ცოდნა.

ეფრემ ასური: როცა გვგონია, რომ ადამიანებმა მიგვატოვეს, სწორედ მაშინ არის უფალი ჩვენთან და არ გვტოვებს.

იოანე ოქროპირი: ერთ დღეს შენი ტკივილი შენს ძალად გადაიქცევა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: შენში თუ არაა, გარედან როგორ დაგიფარავს ღმერთი.

ვოვენარგი: მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია.

ვოლტერი: ყველაფერს გაუძლებ, მთავარია, გიყვარდეს ის, ვინც ამას შენთან ერთად გადაიტანს.

ილონ მასკი: ყველა გასაუბრებაზე ჩავიჭერი და მივხვდი, რომ ეს სულ ასე გაგრძელდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი კომპანიები დამეარსებინა.

რუსო: სილამაზე კი არ გადაარჩენს სამყაროს, არამედ ადამიანები, რომლებიც ლამაზად იქცევიან.

კლუჩევსკი: ბედნიერია, ვისაც ცოლი უყვარს, როგორც საყვარელი და უბედურია, ვინც საყვარელს უფლებას აძლევს, უყვარდეს ის ისე, როგორც ქმარი.

შანელი: კაპიკები, რომლებსაც ქალი ზოგავს და აგროვებს, უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მას მამაკაცი გამოიმუშავებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი