ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.01

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ლინკოლნი: ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.

პასკალი: იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, ყველაზე დიდი საშინელება საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა.

მონტესკიე: ყოველთვის ვამჩნევდი, რომ ამქვეყნად წარმატებისთვის სულელური სახე უნდა გქონდეს და იყო გონიერი.

იაკოკა: თავდაპირველად წარმატებას თუ ვერ მიაღწევთ, მოსპეთ ყველა მტკიცებულება, რომ ამას ცდილობდით.

შექსპირი: გიყვარდეს ყველა, ენდე ცოტას, არავის უღალატო.

რემარკი: ხშირად მიდიან იმის საპოვნელად, რაც სახლში აქვთ.

პლატონი: ყველაზე დიდი უსამართლობა მოჩვენებითი სამართლიანობაა.

საადი შირაზელი: სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება, როცა ხედავს, რომ ღირსებით მას ვერ გაუტოლდება.

ვოვენარგი: რაც უფრო დიდია ეგო, მით უფრო მძიმეა ვარდნა.

მონტენი: რწმენა და შიში, ორივე, მოითხოვს, გჯეროდეს იმის, რასაც ვერ ხედავ. არჩევანი შენზეა.

ნეტარი ავგუსტინე: ეძიე ბედნიერება საკუთარ გულში. თუ ის იქ არ არის, მაშ, ვერსად იპოვი.

იოანე ოქროპირი: ბედნიერებას ყოველთვის არ ნიშნავს ის, რომ შენ დიდებული, ცნობილი, მდიდარი და ძლიერი ხარ. ხშირად ეს მხოლოდ გამოცდაა შენი ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის.

ნილოს სინელი: ბედნიერად ყოფნის მეცნიერება ძალიან მარტივია – გიყვარდეს შენი მოვალეობები და ეძებე მათში ნეტარება.

კონფუცი: სანამ შურისძიებას დაიწყებდე, ორი საფლავი ამოთხარე.

ბერნარ ვებერი: სწორი გზა რომ იპოვო, ჯერ უნდა დაკარგო.

ვოლტერი: ვინც სვამს შეკითხვას, რისკავს, რომ ხუთი წუთის განმავლობაში სულელად შეფასდეს. ის, ვინც კითხვებს არ სვამს, მთელი ცხოვრება სულელად დარჩება.

ეზოპე: დაფიქრდით, რამდენად რთულია საკუთარი თავის შეცვლა და მიხვდებით, რამდენად რთულია სხვების შეცვლა.

ბრიუერი: დამოუკიდებელი ქალი – ეს არის ქალი, რომელმაც ვერ მონახა ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალზე იყოს დამოკიდებული.

შანელი: 30 წელი საუკეთესო ასაკია 40 წლის ქალისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

26 თებერვალი - 3 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი