ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№51

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 31.12, 2023 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

დოსტოევსკი: ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა, ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ რომ მეც მინდა, ადამიანი ვიყო.

ვოვენარგი: ადამიანს რა შეგნებაც აქვს, იმდენის გაგება შეუძლია.

მონტენი: როცა წასვლაა საჭირო, დარჩენა ყოველთვის ომს იწვევს.

ჩესტერფილდი: ხალხი წიგნებს ჰგავს, ზოგი მოგატყუებს გარეკანით, ზოგი გაგაოცებს შინაარსით.

სტივენსონი: შენი შიშები შენთვის შეინახე, თუმცა, სიმამაცე სხვებს დაანახვე.

ბეკონი: გონება განსაზღვრავს, ვინ შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. გული კი – ვინ დარჩება.

რემარკი: ის, რისი მიღებაც არ შეგიძლია, ყოველთვის უკეთესად გეჩვენება, ვიდრე ის, რაც გაქვს. ეს არის ადამიანის რომანტიკაც და იდიოტიზმიც.

ჰემინგუეი: დღისით მარტივია, ემოციებს გაუმკლავდე, ღამით კი ეს მეტისმეტად რთულია.

ლენონი: ბევრს ეშინია გაჟღერება იმისა, რაც უნდა, სწორედ ამიტომ ვერ იღებენ სასურველს.

შოუ: გონება ხშირად უშვებს შეცდომას. სინდისი – არასდროს.

ნეტარი ავგუსტინე: ურწმუნოთა მხრიდან ყოველგვარ შესაძლო უარყოფას შორის ყველაზე უსუსური ისაა, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ მისი გაგება არ ძალგიძს.

წმინდა ირინეოსი: ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ სწამს მარადიული გონება, მაშინ უგუნურება სწამს. თუ იგი ჭეშმარიტებად არ აღიარებს ცხოველი ღმერთის ჭეშმარიტებას, მას მკვდარი მატერიის კერპი სწამს.

იოანე ოქროპირი: თუ იმას ვერ სწვდები, რაც შენ ქვემოთ იმყოფება, როგორ მისწვდები იმას, რაც შენზე მაღლაა?!

ბეკონი: იმედგაცრუება არ იძლევა მეორე შანსს, ის ყველაფერს უსვამს წერტილს.

რუსო: ნუ იწუწუნებ ბედზე, იქნებ მასაც არ გაუმართლა შენში.

ჰიპოკრატე: უსაქმურობა არის ყველა მანკიერების წყარო. სადაც არ არის უსაქმურობა, არ არის ბოროტება.

გოეთე: მე არ მაშინებს დასჯა, მხოლოდ დარდი მაშინებს.

ვოლტერი: საშიში ის კი არ არის, ვინც ღრიალებს, საშიშია, ვინც დუმს.

ბრიუერი: ქალი შეიძლება, გაჩუმდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა უნდა, ის მოიწონონ ან როცა მისთვის სულ ერთია.

ლორენი: მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი