ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№50

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.12, 2023 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

მონტენი: რაც უფრო კეთილი გაქვს გული, მით უფრო რთული გაქვს ცხოვრება.

კლუჩევსკი: თუ კარგი შვილის გაზრდა გინდათ, მისთვის ორჯერ ნაკლები ფული და ორჯერ მეტი დრო დახარჯეთ.

დოსტოევსკი: ჯოჯოხეთში ყველაზე ცხელი ადგილები განკუთვნილია მათთვის, ვინც დიდი მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურობას ინარჩუნებს.

რუზველტი: საკუთარ თავთან გასამკლავებლად გამოიყენეთ გონება, ხოლო იმისთვის, რომ სხვებს გაუმკლავდეთ, მიმართეთ თქვენს გულს.

ნაპოლეონი: ლიდერი იმედის ვაჭარია.

მარგარეტ ტეტჩერი: ჩვენი საუკუნის ურიცხვი პრობლემიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ ვიმართებით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უფრო მეტს ზრუნავენ გრძნობებზე, ვიდრე იდეებსა და მოსაზრებებზე.

ვაშინგტონი: ლიდერს ადამიანები იქით მიჰყავს, სადაც მათ უნდათ. კარგ ლიდერს კი იქ, სადაც მიაჩნიათ, რომ უსარგებლოა წასვლა, თუმცა საჭიროა, რომ წავიდნენ.

ისააკ ასური: ცხოვრებაში ბედნიერია ის, ვისაც სხვების გაბედნიერება შეუძლია.

ტიხონ ზადონელი: ვისაც ხელთ საქმე აქვს, მის სულში მწუხარება განახევრებულია.

იოანე ოქროპირი: უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს; ხოლო, სადაც შიშია საჭირო, იქ უშიშარნი არიან.

მოემი: სიყვარულსა და დროს შორის მარადიული კავშირია. სიყვარული ძალიან სწრაფად კლავს დროს, დრო კი – სიყვარულს, ოღონდ ძალიან ნელა.

გოეთე: წინ იყურეთ იმედით, უკან – მადლიერებით, ზემოთ – რწმენით, ირგვლივ – სიყვარულით.

ვოლტერი: ფიქრი ქვასავითაა, რაც უფრო მეტია, მით უფრო ვმძიმდებით.

რუსო: რაც ასაკი მემატება, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ახალგაზრდობა ყველა ასაკშია შესაძლებელი.

ბოლერი: თუ ქალს გაამართლებთ, ის მზად იქნება, რომ საკუთარი დანაშაული აღიაროს.

შოუ: ფლირტი არის ხელოვნება, ქალი შენს მკლავებში ისე მოიქციო, რომ მის ხელში არ ჩავარდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული