ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№49

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.12, 2023 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

მონტენი: საზოგადოებრივი აზრი, ეს იმის აზრია, ვისაც არ ეკითხებიან.

კლიუჩევსკი: ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ დაცემა ცხოვრების ნაწილია, ადგომა ცხოვრება.

ვოლტერი: საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეგიძლიათ თუ არა, ენდოთ ვინმეს, არის... ენდოთ მას.

დოსტოევსკი: რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი.

კონფუცი: ვინც კითხვას სვამს, სულელია ხუთი წუთის განმავლობაში; ვინც კითხვას არ სვამს, მთელი სიცოცხლე.

რუსო: არაფერია იმაზე უკეთესი, დაბრუნდე იქ, სადაც არაფერი შეცვლილა, რომ მიხვდე, როგორ შეიცვალე შენ.

ჩესტერფილდი: როდესაც დაგჭირდებით, იქ მეძებეთ, სადაც თქვენ იყავით, როცა მე მჭირდებოდა.

ჩერჩილი: ფანატიკოსია კაცი, რომელსაც არ შეუძლია, შეიცვალოს შეხედულებები და გამოიცვალოს საუბრის თემა.

მოემი: ფული, ეს რაღაც მეექვსე გრძნობაა, რომლის გარეშეც დანარჩენი ხუთი სრულფასოვნებას კარგავს.

ტიხონ ზადონელი: როგორც ბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივე ცოდვაა სიკეთის აღუსრულებლობა.

იოანე ოქროპირი: ვინც სათნოების გაკვეთილებში განისწავლება და არ აღასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც ხნავს, მაგრამ თესვა ავიწყდება.

ამბა ევაგრე: არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი. უმადური ჰგავს იმას, რომელმაც მოტყუებით მიიტაცა სხვისი კუთვნილი.

ჰემინგუეი: ვერც ერთი ცხოვრებისეული გამარჯვება ვერ გადაფარავს სიყვარულში დამარცხებას.

სტენდალი: უკეთესია, გაჩუმდე და შენი თვალებით დაინახო სიმართლე, ვიდრე ილაპარაკო და ვერაფერი შეამჩნიო.

ფორდი: როცა დაიღლები, ისწავლე დასვენება და არა დანებება.

განდი: ძლიერი ხარ მაშინ, როცა აღიარებ შენს სისუსტეებს და ლამაზი ხარ მაშინ, როცა შენს ნაკლოვანებებს აფასებ.

ჯიბრალ ჰალილი: ქალს, რომელსაც გუნება გამოუკეთდება წიგნით, ლექსით, სიმღერით, ვერავინ დაამარცხებს.

ბრიუერი: თუ ქალმა გადაწყვიტა, დათანხმდეს თქვენს თამაშს, ნუ გაგიხარდებათ, თქვენ მასთან თამაში უკვე წაგებული გაქვთ. ის, უბრალოდ, ტკბება თამაშით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული