ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.12, 2023 წელი

ავიცენა: ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.
პუბლიუს სირიუსი: სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, ადამიანი მასთან ერთად უნდა დაიბადოს.
ჩერჩილი: პოლიტიკური ტალანტი ვლინდება უნარში, გამოიცნო, თუ რა მოხდება ხვალ, ერთ კვირაში, თვეში, წელიწადში და ასევე უნარში, რომ ახსნა, თუ რატომ არ გამართლდა ეს ყველაფერი.
შექსპირი: სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.
რეიგანი: მშვიდობა არ არის კონფლიქტის არარსებობა, ეს არის უნარი, მშვიდობიანი გზით გადაჭრა კონფლიქტი.
გოეთე: თუ იცი, ვის უნდა ენდო და ერწმუნო, ცხოვრებას მიენდე: ის ყველა ბრძენსა და წიგნზე უკეთესად გასწავლის.
მაქსველი: იმისთვის, რომ სხვებს განსაკუთრებით მოეპყრა, ჯერ მათი დაფასებაა საჭირო.
ფორდი: თუ გადაიხდი, როგორც შენ გინდა, ის იმუშავებს, როგორც მას უნდა; თუ გადაიხდი, როგორც მას უნდა, ის იმუშავებს, როგორც შენ გინდა.
ისააკ ასური: როდესაც უფალმა სოდომელთა გოდება მოისმინა, არ დაიჯერა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილა. ასევე, ყოველთვის არ უნდა დაიჯეროთ მოყვასის ლანძღვა.
ნილოს სინელი: ვინც მოყვასის განმკითხველ ენას განერიდება, ის თვითონაც აარიდებს თავს ავისმეტყველების მანკიერებას.
მარკოზ მოსაგრე: თუ რომელიმე ცოდვას არ სჩადიხარ, შესაძლოა, ის უკვე ჩადენილი გაქვს; თუ არ ჩაგიდენია, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შესცოდო. ვიდრე შენმა მოყვასმა, რომელსაც ცოდვის გამო განიკითხავ.
ოშო: რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.
აკაკი: ზოგჯერ, სადაც ჭკუა სცდება და ტყუის, იქ გრძნობა მართალია.
გოლზუორთი: ვინც არ ცხოვრობს, ის ძალიან ადვილად ინარჩუნებს ახალგაზრდობას.
მონტენი: იმაზე მეტი პატივი არავის სცე, ვიდრე მისი გონება აიტანს.
შანელი: ჭკვიანი ქალი არ აკონტროლებს ქმარს. ის საკუთარ გარეგნობას აკონტროლებს.
დიუმა უფროსი: ქალს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რატომ ტირის, მაგრამ არასდროს ჰკითხოთ, რატომ ტიროდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან