ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.12, 2023 წელი

კოელიო: ჩვენ გვიყვარს ადამიანი, თუ კარგი გავუკეთეთ, მაგრამ გვეზიზღება, თუ მას ზიანი მივაყენეთ.
ჰემინგუეი: ჭკვიანი ადამიანები ძალიან იშვიათად არიან ბედნიერები.
დოსტოევსკი: იმაზე დიდი ტანჯვა არ არსებობს, ვიდრე ბედნიერი დღეების გახსენება უბედურების ჟამს.
მონტენი: კარგი მხოლოდ ის შფოთვაა, რომლის მეშვეობითაც სიმშვიდეს მოვიპოვებთ.
ტვენი: ეცადე, სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე მეგობარი არ შეგხვდეს.
სოფოკლე: გაჩერებული სიტყვა შენი მონაა, წამოცდენილი კი – შენი ბატონი.
მანდელა: ლიდერი მწყემსს ჰგავს. ის სამწყსოს უკან რჩება, ყველაზე მოხერხებულებს წინ წასვლის საშუალებას აძლევს, სხვები მიჰყვებიან. ამ დროს კი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი მოძრაობის მიმართულება ზურგიდან იმართება.
მაქსველი: ლიდერს მიჰყავს ადამიანები იქ, სადაც ისინი თავისით არასდროს წავიდოდნენ.
გრიგოლ ღვთისმეტყველი: უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე აზრით! ცხოვრებამ შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
ისააკ ასური: ჩვენი გზის საკუთარ თვალში ამაღლებაც კი ღვთის გზიდან გადახვევაა, თუნდაც ამ გზაზე უკვე შემდგარნი ვიყოთ.
იოანე ოქროპირი: ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ იმ წყენის შესახებ, რომელსაც ადამიანები გვაყენებენ, მაშინ, როდესაც მათდამი მორჩილებამ შესაძლოა, ღმერთს მიაყენოს შეურაცხყოფა.
რუსო: სუსტებზე გამარჯვება მარცხის ნიშანია.
შანელი: ცუდ გარეგნობას საზღვრები აქვს, მხოლოდ კარგი გემოვნებაა უსასრულო.
ვაშინგტონი: მე ისევე მჭირდება ის ადამიანები, რომლებიც ჩემ მაგივრად იფიქრებენ, როგორც ადამიანები, რომლებიც ჩემს ბრძანებებს შეასრულებენ.
დიკენსი: ჭკვიანი ქალი მამაკაცის მიმართ ნათქვამ ყველა სიტყვას შაქარს უმატებს და აცლის მარილს ყველა იმ სიტყვას, რომელსაც მამაკაცი მის მიმართ იტყვის.
ჟვანეცკი: ყველა ქალი დაფრინავს, ზოგი – სიყვარულის ფრთებით, ზოგი – ცოცხით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან