ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.11, 2023 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

მოემი: საზოგადოებას მხოლოდ იმ ადამიანის დამორჩილება შეუძლია, ვისაც სინდისი აქვს.

დოსტოევსკი: რამდენიმე დღით განმარტოვდი და ნახავ, ვის სჭირდები ყველაზე მეტად.

სპენსერი: სწავლას მიჰყავით ხელი, სანამ ჭკუა ცხოვრებას არ უსწავლებია.

ლაროშფუკო: ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი – ყველაფერი.

კონფუცი: ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სულელი სხვებში ეძებს.

პლატონი: იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია – ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.

რასელი: ადამიანმა თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან არჩევანი მეტად დიდია.

რუზველტი: კარგი ხელმძღვანელი არის ის, ვისაც შეუძლია, ჰყავდეს საუკეთესო თანამშრომლები და არ ჩაერიოს მათ საქმეში.

იოანე ოქროპირი: შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიც და სულიც.

ნილოს სინელი: კარგზე საუბარი მასაც მართებს, ვინც კარგს არ სჩადის, რათა სიტყვებით შერცხვენილმა საქმის კეთებაც დაიწყოს.

ამბა ევაგრე: უმჯობესია, სიმართლისთვის შეურაცხყოფა დაითმინო, ვიდრე სიცრუე ილაპარაკო.

სანდერსი: მნიშვნელოვანია არა ის, რომ მეტი დღეებით გავიმდიდროთ ჩვენი სიცოცხლე, არამედ ის, რომ დღეები გავამდიდროთ მეტი სიცოცხლით.

მარტინ ლუთერ კინგი: ადამიანი, რომელსაც შეუძლია, არაფრის გულისთვის სიკვდილზე წავიდეს, სიცოცხლის ღირსი არ არის.

მაქს დე პრი: ჩვენ ვერ გავხდებით ისინი, ვინც გვინდა იმის დატოვების გარეშე, რაც ვართ.

ვოლტერი: ვისაც უნდა, რომ ორკესტრს გაუძღვეს, ზურგი უნდა შეაქციოს ბრბოს.

ფრედი მერკური: თანამედროვე ნახატები ქალებს ჰგავს, არასდროს მოგეწონებათ, თუ მის შეცნობას გადაწყვეტთ.

სოფი ლორენი: ქალის სექსუალურობის ორმოცდაათი პროცენტი არის ის, რაც მას მართლა მიმზიდველი აქვს, ხოლო დანარჩენი ორმოცდაათი კი ის, რასაც ხალხი ფიქრობს, რომ მას აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 28.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 21.12, 2025 წელი

მერაბ შარიქაძე
ბრძნული აზრები

23:00 16.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 14.12, 2025 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

19:00 07.12, 2025 წელი

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 30.11, 2025 წელი

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი