ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.11

მონტენი: ისინი, ვინც სიმართლეს ვერ იტანენ, ასევე ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც ბედავენ სიმართლის თქმას.
ვოვენარგი: რაც ნამდვილია, ყველაფერი სამუდამოა.
რემარკი: ადამიანებს არ უნდა მოუსმინო, უნდა დააკვირდე, ისინი საქმით მეტად შეიცნობიან, ვიდრე სიტყვებით.
ვოლტერი: თქვი სიმართლე და არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდება.
განდი: იყავით უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული.
გოდერძი ჩოხელი: სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს.
აუერბახი: არავინ იცის თუ რა ძალის პატრონია, სანამ ის მას არ გამოიყენებს.
უიზელი: რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მარტივი საშუალებაა ერთზე მეტი საქმის გასაფუჭებლად.
გეიტსი: კარგი სარეკლამო კამპანია მხოლოდ დააჩქარებს უხარისხო პროდუქტის წარუმატებლობას – ხალხი უფრო მალე შეიტყობს, რომ ის ცუდია.
ბასილი დიდი: თუ სხვებზე ცუდს ამბობ და მათში მცირე ნაკლოვანებასაც კი ამჩნევ, როგორც ჩანს, არ გეშინია, რომ ისინი შენს უფრო დიდ ნაკლოვანებებზე ილაპარაკებენ.
ნილოს სინელი: ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს, მალე იგი მას სიამოვნებით დაუწყებს ცქერას.
იოანე ოქროპირი: ცოდვა თვით ეშმაკზე საშინელიც კია, რადგან ეშმაკიც ნათლის ანგელოზიდან იქცა სატანად.
რუსო: მარტოობა, უპირველესად არის შესაძლებლობა, დატკბე სიჩუმის სიმფონიით, რომელსაც ყალბი ადამიანების ხმა არ აფუჭებს.
პლატონი: სიხარულიც და მწუხარებაც იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
შოუ: პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.
შანელი: ქალის სურვილი კანონია იქამდე, სანამ იგი მამაკაცის სასურველი ქალია.
სორენტინო: მადლიერების არევა სიყვარულში ჩვეულებრივი შეცდომაა, რომელსაც სჩადიან ადამიანური სითბოს მაძებარი ქალები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან