ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 29.10

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ვოვენარგი: უფლებისთვის ვიყოთ ახალგაზრდები, ჩვენ ვიხდით საფასურს, რომელსაც სიბერე ეწოდება.

შოპენჰაუერი: ვისაც მარტო ყოფნა არ შეუძლია, მას საკუთარ თავად ყოფნაც არ შეუძლია.

შალვა ამონაშვილი: სკოლა არ არის შენობაში, ის მასწავლებელშია.

ენგელსი: მუშებს შორის კონკურენცია ყველაზე ძლიერი იარაღია ბურჟუაზიისთვის.

შექსპირი: გიყვარდეს ყველა, ენდე ცოტას, არავის უღალატო!

ვოლტერი: დიდი ძალაა იმ ადამიანში, რომელიც შეძლებს გაჩუმებას, მიუხედავად იმისა, რომ მართალია.

რუსო: ღამეს ვერაფერს გამოაპარებ. ღამემ იცის, რაზე ფიქრობ, რა გტკივა, რა გიხარია... დღისით კი შეგიძლია, რამდენიც გინდა, იცინო.

აუერბახი: ზურგში მსროლელი გერჩიოს იმას, ვინც თვალებში გიყურებს და გატყუებს.

რემარკი: ჭკვიანი მაშინ ხარ, როცა სათქმელი ბევრი გაქვს, მაგრამ სულელთან დუმილს ამჯობინებ.

იოანე ოქროპირი: ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს დაცემის.

მარკოზ მოსაგრე: ერთი შეუფერებელი აზრით შესაძლოა, ასწლიანი მცხონებელი შრომა დაკარგო.

ამბა დოროთე: რაც მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას.

ბილ გეიტსი: ჯერ გიხდიან იმისთვის, რომ შეგიძლია, შემდეგ გიხდიან იმისთვის, რომ იცი და ბოლოს გიხდიან იმისთვის, რომ შენ ხარ.

კონფუცი: ძლიერი ადამიანები სხვას მაშინაც კი უწვდიან ხელს, როცა თვითონ საჭიროებენ დახმარებას.

საადი: ყველაზე საშიშია ადამიანი, რომელიც გისმენს და ჩუმადაა.

მონტენი: რთულია, გჯეროდეს უკეთესი მომავლის, როდესაც ხედავ ადამიანებს, მაგრამ ვერ ხედავ ადამიანობას.

დენი კაიე: ზოგიერთი მილიონერი ფიქრობს, რომ ქალებს მოაქვთ წარმატება, მაგრამ უმეტესობა მიიჩნევს, რომ წარმატებას მოჰყავს ქალები.

მერი მაკარტი: ბევრ ქალურ პრობლემას, რომლის წინაშეც ფსიქიატრია უძლურია, ხშირად მეორე ხარისხის პარიკმახერი აგვარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი