ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 22.10

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ვოვენარგი: ვისაც ყველაზე მეტად სტკივა, ის ჩუმადაა, ხოლო ის, ვინც სხვას ატკინა, ხმამაღლა გაყვირის ხოლმე და მსხვერპლის როლს თამაშობს.

ილია: შეწყვიტე შენს ქვეყანაზე წუწუნი! უბრალოდ, ადექი და აკეთე შენი საქმე კარგად, იმიტომ რომ შენი ქვეყანა ხარ შენ.

ჩერჩილი: არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც უკან დასახევ გზას ჭრის... ის დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ.

ლაიმენ ბრუნი: ვერცერთი ქურდი, რაც უნდა დახელოვნებული იყოს ის, ვერ მოგპარავს ცოდნას. სწორედ ამიტომაა ცოდნა საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო საგანძური.

გეიტსი: როცა ვაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე იმას, რისთვისაც გვიხდიან, შედეგად მივიღებთ მეტ ანაზღაურებას იმისთვის, რასაც ვაკეთებთ.

ელბერტ ჰაბარდი: ის, ვისაც შენი სიჩუმის არ ესმის, შენს სიტყვებსაც ვერ გაიგებს.

რუსო: ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული იმ მომავალზე ფიქრია, რომელიც არასდროს გექნება.

ნეტარი ავგუსტინე: ადამიანი მოყვასს ისე ვერ ავნებს, საკუთარ თავს რომ არ ავნოს.

ნილოს სინელი: თუ უფლისგან ითხოვთ ისეთ რამეს, რაც მისი ნებისთვის სათნოა, მაშინ იგი გიბოძებთ იმას, რაც თქვენ გსურთ.

ბალზაკი: შემოდგომა – წელიწადის ის დროა, როდესაც შენ მიდიხარ მოკლემკლავიანი მაისურით და გხვდება ადამიანი, რომელსაც თბილი ქურთუკი აცვია. ხედავთ ერთმანეთს და ფიქრობთ, რომელია თქვენში გიჟი.

მონტენი: პესიმისტი წუწუნებს ქარის გამო. ოპტიმისტი ცვლილებებს მოელის უკეთესობისკენ. რეალისტი იალქნებს ასწორებს.

როკფელერი: მირჩევნია, სამსახურში ავიყვანო ის, ვისაც ენთუზიაზმი აქვს, ვიდრე ის, ვინც ყველაფერი იცის.

კრის გარდნერი: ბალანსი ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბანკო ანგარიშზე.

შარლ აზნავური: ქალს დუმილი უნდა შეეძლოს, ოჯახი დუმილის გარეშე იგივეა, რაც ავტომობილი მუხრუჭების გარეშე.

ტვენი: არცერთი კაბა არ უხდება ქალს ისე, როგორც დუმილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი