ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№42

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 28.10, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ვინიცობაა და არა ვინცობაა.

იმას ცხადყოფს და არა იმაზე ცხადყოფს.

მსოფლიოს ჩემპიონი და არა მსოფლიო ჩემპიონი.

პოზირება – როცა ადამიანი იღებს სხვადასხვა პოზას, ვთქვათ, სურათის გადაღების დროს.

პოზიორობა – როცა ადამიანი ცდილობს, ვინმეს სხვა პიროვნებად მოაჩვენოს თავი.

უდარაჯია და არა უდარაჯნია.

უვერტიურა და არა უვერტურა.

ქიშმირი და არა ქაშმირი.

წარდგა და არა წარსდგა.

ჭვარტლი და არა მჭვარტლი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ უთქვამს და არა არ უთქვია.

არაფერი ნაჩქარევი არ არის კარგი და არა ყველაფერი ნაჩქარევი არ არის კარგი.

განხორციელდა და არა იქნა განხორციელებული.

გადაბმის გარეშე და არა გადამბის გარეშე.

დაწვრილებით (სიტყვასიტყვით) და არა ბუკვალურად (რუსულის კალკია).

ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული და არა ერთმანეთს დაპირისპირებული არიან.

მიჰყო ხელი და არა მიყო ხელი.

ნატრობს და არა ნატრულობს.

ორმოცდაათი ათასამდე ადამიანი იხოცება და არა ორმოცდაათიათას ადამიანამდე კვდება.

პულსზე გვიჭირავს ხელი და არა პულსაციაზე გვიჭირავს ხელი.

რუსეთის მიერ წამოწყებული ომი და არა რუსეთის მიერ ჩადენილი ომი.

სენტიმენტებს იწვევს ჩემში და არა სენტიმენტებს იწვევს ჩემთვის.

შუქი ქრება და არა შუქები ქვრება.

ძალიან შეიყვარა და არა ძალიან კარგად შეიყვარა.

წიგნ „ქიმერიონის“ პრეზენტაცია და არა წიგნი „ქიმერიონის“ პრეზენტაცია.

წყლის მიწოდება და არა წყალის მიწოდება.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი