ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№39

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 07.10, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აწყვია, ალაგია და არა წყვია.

გიკარნახეს (ახლანდელ დროში) და არა გკარნახობს (ახლანდელი დროის ფორმას ემთხვევა მომავალი დროის ფორმა – გიკარნახებს).

დასცხეთ და არა დაცხეთ.

დგას და არა აყენია.

ენამახვილი და არა ენამახვილიანი.

ერთი მათგანი და არა ერთი მათთაგანი.

ვინღა და ვიღა პარალელური ფორმებია.

ვიღას და ვისღა პარალელური ფორმებია.

მოასწრებს და არა მოასწრობს.

მოიზომავს და მოიზომებს პარალელური ფორმებია.

მოსაჩვენებელი და არა მოსაჩვენები.

მტევანი და არა ტევანი.

ნახელოვნები და არა ნახელოვნევი.

პატივისცემა და არა პატივცემა.

სოლიდოლი და არა ტაოტი, ტავოტი.

უმისოდ და უიმისოდ პარალელური ფორმებია.

ღაღადი და ღაღადისი პარალელური ფორმებია.

ჩამოცვივდება და არა ჩამოცვივა.

ცალუღელა და არა ერთუღელა.

ჰიენა და არა გიენა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ უარვყოფთ და არა არ ვუარყოფთ.

არასამთავრობოელები (ან ენჯეოელები) და არა ენჯეოშნიკები.

ბევრ რამეს იგებენ და არა ბევრ რამეს გებულობენ.

გამჭვირვალობა და არა გამჭირვალობა.

გვერდში ვუდგავართ და არა გვერდით ვუდგევართ.

იმის მიუხედავად და არა იმისდა მიუხედავად.

კარგ ნოტზე დასრულდა და არა კარგ ნოტაზე დასრულდა.

კიბორჩხალას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა კიბორჩხალის.

მისი გამოსახულება პირველად 20-დოლარიან კუპიურაზე გამოჩნდა და არა მისი გამოსახულება პირველად 20 დოლარის კუპიურაზე გამოჩნდა.

პოზიტიურ განწყობაზე დავდექი და არა პოზიტიური განწყობით დავდექი.

სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და არა სასიამოვნოა თქვენთან ერთად საუბარი.

სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს და არა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.

ფანტელები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და არა ფანტელები შეიცავენ მაღალი რაოდენობის შაქარს.

ყველა ექიმმა იცის და არა ექიმებმა ყველამ იციან.

ჩვენი ორგანიზმიდან და არა ჩვენს ორგანიზმიდან.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი