ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№51

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 29.12, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აწამებდა – ამოწმებდა.

ახტა – მამალი ცხენი და ვირი.

ბა, ბაია – თვალის შავი წერტილი, რომლითაც ვხედავთ.

ბაგე – ა) მდინარის ნაპირი; ბ) ნავის კიდური.

ბადრაგა – მოგზაურთა წინ მიმავალი ჭაბუკი, რომელსაც მცველის ფუნქცია აქვს.

ბარათი – სხვათა ენა. ქართულად – ავთრათი.

დაცხრომა – მოკლება, დაკლება.

დაწაფება – პირდაღმა სმა (დალევა).

დახსნა – დარღვევა; მოშლა; დაშლა; დაღლა.

კალია – „ბალახთ ნადნობი ქვაა საპნისათვის“ (საბა).

მეტრო – საწყაოა, „35 ლიტრა 1 მეტროა“ (საბა).

მილი – ფრანგულად: ათასი ბიჯი.

მიტრაპოლიტი (მიტროპოლიტი) – დედაქალაქის მთავარი.

მკითხავი – ა) ამბის გამომძიებელი; ბ) წიგნის წამკითხავი.

მნე – მოხელე.

მრუში – „არს კაცი ცოლოსანი ბოზობდეს“ (საბა), (მემრუშე – ქალი ქმრიანი).

ნიადაგი – „მარადის მყოფი“ (საბა).

ნიანგი – სპარსული სიტყვაა. ქართულად: ხვითქი, ბერძნულად: კროკოდილო.

ნიჟარი (ნიჟარა) – „ფარფური, ჭიქა თუ ქაშანური“ (საბა).

პატიჟი – ტანჯვა, უპატიურობა, „შეჭირვებით პყრობა“ (საბა).

პირად-პირადი – სხვადასხვა რიგი; ფერად-ფერადი.

პირატი – უპირატესი.

პირის-წყალი – ნამუსი.

რაფა – სარკმელი.

რახსი – შავ-მოწითალო ცხენი.

რიხი – ტუქსვა.

რონინი – ხელით ტარება. ამჟამად: გოგმანით სიარული; ნელი სვლით სეირნობა.

როჭიკი – ულუფა.

საკანი – სახლის ფსკერის ქვეშ ნაგები საპყრობილე.

სამორინე – ნარდის მოთამაშეთა სახლი (მორინე – „ესე არს ნარდი, ჭადრაკი, განჯაფა (ანუ ბანქო) და მისთანა სამღერელნი, ხოლო მემორინე – მომღერალი, ანუ მოთამაშე) მათი და სამორინე – სახლი, სადა მარადის იმღერიან (თამაშობენ)“ (საბა).

სანოვაგე – სალხინო საჭმელი.

სანუკვარი – სათხოვარი.

სიჯაბნე – ა) გულდედლობა; ბ) სიმშვიდე.

სკნელი – კიდეთა დასასრული (მაგალითად: ზესკნელი, ქვესკნელი, გარესკნელი, უკანასკნელი).

უტევანი – „სტადიონი, რომელიც 143 ნაბიჯი იქნების“ (საბა).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი