ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№41

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 21.10, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ანომალიური და არა ანომალური

(საწყისი ფორმა – ანომალია).

გულშემატკივარი და არა ბალეშჩიკი, ბალეშიკი (დამახინჯებული ბარბარიზმია).

დასჭირდა და არა დაჭირდა.

ელიტური და ელიტარული პარალელური ფორმებია.

იქნეს და არა იქნას.

იქაური, აქაური, სადაური და არა იქაურელი, იქაურული, აქაურელი, სადაურელი, სადაურული.

მიკუნტრუშობს და არა მიკუნტრუშებს.

მუკუზნიდან და არა მუკუზანიდან.

ჟიურიში და არა ჟიურში.

რეკვიემი და არა რექვიემი.

რესპუბლიკური და არა რესპუბლიკანური.

რეცხავს და არა რეცხს (საწყისი ფორმა – რეცხვა).

როდემდე და როდემდის პარალელური ფორმებია.

სკალა და არა შკალა.

ჩავკიდებ და ჩავჭიდებ პარალელური ფორმებია.

ჩემ უკან, ჩემ წინ, ჩემ მიერ, ჩემ გარდა და არა ჩემს უკან, ჩემს წინ, ჩემს მიერ, ჩემს გარდა.

ცხვირი გამიტეხია და არა ცხვირი გამიტეხავს.

(საწყისი ფორმა – ტეხა, გატეხა და არა ტეხვა, გატეხვა).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არა ამაში ორი აზრი არ არსებობს.

არ დავაკონკრეტებ (საკითხს) და არა არ დავკონკრეტდები.

გამოსასწორებელი, გამოსწორებადი და არა გამოსასწორებადი.

გაქვს და არა გაქ.

გულსაკიდი, გულსაბნევი და არა გულსაბამი.

დავრგე და არა დავრგი.

დგამთ და არა დგავთ.

ვახორციელებ და არა მომყავს განხორციელებაში.

ვიგებთ სიახლეებს და არა ვიგებთ ახალ სიახლეებს.

თავი გაწირეს და არა თავისთავი გაწირეს.

მანამდე, სანამ და არა იქამდე, სანამ.

მსოფლიო მნიშვნელობის არაერთ აღმოჩენაში და არა არაერთ მსოფლიო დონის აღმოჩენებში.

საფრთხეს უქმნის საქართველოს და არა საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.

სწორი წარმოდგენები და არა სწორე წარმოდგენები.

ქალაქიდან შორს ვიყავი და არა ქალაქისგან შორს ვიყავი.

შემოწირულობა გაიღოს და არა განახორციელოს შემოწირულობა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებების გამო და არა ჯანმრთელობის სხვადასხვა საჭიროების გამო.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი