ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№40

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 14.10, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აქვე და არა აქავე.

აქტუალობა და აქტუალურობა პარალელური ფორმებია.

ვერასგზით და არა ვერაგზით.

იქვე და არა იქავე.

იხრჩობა და არა იღრჩობა.

კონტრრევოლუციური და არა კონტრრევოლუციონერული, კონტრრევოლუციონური.

კონუსური და კონუსისებური პარალელური ფორმებია.

მაინცადამაინც და მაინცდამაინც პარალელური ფორმებია.

მანდვე და არა მანდავე.

მასავით და არა მასსავით.

მაღარო, მაღაროელი და არა შახტა, მეშახტე.

მოუყვა და უამბო პარალელური ფორმებია.

ნაჯახირევი და ნაჯახირები პარალელური ფორმებია.

რაღაც და რაღაცა პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აღგვენიშნა და არა აგვეღნიშნა.

გააკეთეს და არა გააკეთენ.

გახსნეს, გაჭრეს და არა გახსნენ, გაჭრენ.

ლისაბედი სამეფო ოჯახიდან პირველი ქალი-სამხედრო იყო და არა ელისაბედი პირველი იყო ქალი სამხედრო სამეფო ოჯახიდან.

670 მეტრ სიმაღლეზე და არა 670 მეტრის სიმაღლეზე.

ვენდეტა და არა ვენდენტა.

კმაყოფილება და არა კმაყოფილობა.

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე და არა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისში.

მივცვივდით იმ კაცთან და არა მივვარდით იმ კაცთან.

საჭმლის ადვილად (იოლად) მოსანელებლად და არა კომფორტული საჭმლის მონელებისთვის (რეკლამა).

სიმსივნისგან განკურნებული ადამიანები და არა სიმსივნიდან გადარჩენილი ადამიანები.

ყველაფერი ჩვენს ხელშია და არა ყველაფერი არის ჩვენს ხელებში.

შეწოვა და არა შეწოვება.

ჩამოკიდებული და არა ჩამოკიდული.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი