ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№52

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 05.01

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გელა – თონის სარეველი კეტი (ჯოხი).

გლახა – ა) გლახაკი; ბ) დაშავებული.

დააშრო – ა) დაღალა; ბ) გაახმო.

დაბალთული – დაკოდილი.

დაბღლეძილი – ქუთუთოებჩამოწეული.

დაეგო – შერიგდა.

დათმობა – მოთმინება.

დურაკი – „საწველი ჭურჭელი, საწველი კასრი“ (საბა).

დვრიტა – მაჭიკი.

ებანი – დაირა.

ევროპი – ქარი.

ეპიფანია – სიფრიფანა.

ერგება – ეკურნება.

ვარჯიში – სეფური.

ვაქილი (ვაქირი) – მოსარჩლე.

ვახში – უწესო სარგებელი.

ზამბახი – სხვათა ენაა. ქართულად – შროშანი.

ზარბაზანი – დიდი თოფი. ქართულად – ქვემეხი.

ზაფრანა – კროკო.

ზედგამზრახი – მოღალატე.

ზენკალი (ზეინკალი) – აბჯრის მკეთებელი.

ზვავი – უზომოდ დიდი.

ზღვა – წყალთა შესაკრებელი.

თაკარა – ა) ჭიქათა სადნობელი; ბ) ერთჯერად დასაწვავი ხე.

თანამდები – მოვალე.

თარეში – მარბიელი.

თებო – ქერტლი.

თეთრი – ა) სპეტაკი; ბ) ვერცხლი.

თესლი – ნაყოფის მშობელი.

იკორთა – ა) ფიცრის თარო; ბ) სარკმელი.

იძულება – დაჟინება.

კადნიერი – თამამი.

კათოლიკე – საყოველთაო.

კაკა – ყვერის კაკალი.

კაკაჩი – მთვარიანი ღამე.

კალთა – პატარა გოდორი.

კანჭი – ჭანგი ღვინო.

კაპოეტი – ერთი წლის ფრინველი.

კაჭრობა – გველის ხმიანობა.

კდემა – შიში გმობის მოლოდინში.

კეკელა – „ლამაზობის მოყვარე“ (საბა). აქედან მომდინარეობს სიტყვა კეკლუცი.

კელი – ა) კოჭლი; ბ) ნეხვი.

კეჟერა – კომბოსტო.

კიჟინა – ღაღადება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი