რჩევები

ორგანიზმის გასაკაჟებელი და წონაში დასაკლები დიეტა

№48

ავტორი: ანი რევია 18:15 30.11

საუკეთესო დიეტა
დაკოპირებულია

ახლა, როცა ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის ვემზადებით და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებიც კლებას იწყებს, კარგი იქნება ამ დიეტის დაცვა. მასში ყველა აუცილებელი ელემენტი და ვიტამინი შედის, რომლის წყალობითაც ხდება ორგანიზმის მოძლიერება და იმავდროულად, ზედმეტი კილოგრამების მოცილება. ქვემოთ მოცემული პროდუქტები, ერთ დღეზეა გათვლილი. გაანაწილეთ ეს პროდუქტები, 4-5-ჯერად კვებაზე, დაიცავით 3-4-საათიანი შუალედები და ამ შუალედებში ნურაფერს მიირთმევთ. სვით ბევრი წყალი, ოღონდ ჭამის წინ და არა შემდეგ.  სულ მალე სასურველ შედეგს მიიღებთ.
200-300 გრამი უცხიმო მოხარშული ხორცი ან თევზი;
1 კვერცხი;
1 ჭიქა უცხიმო რძე;
50 გრამი ნაკლებცხიმიანი ხაჭო;
100-150 გრამი ჭვავის პური;
100 გრამი კარტოფილი.
უმი ხილი და ბოსტნეული – რამდენიც გენებოთ.
სასურველია, ეს დიეტა დაიცვათ თვეში ორჯერ, კვირაში ოთხი დღე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...