რჩევები

არაჟნის კოქტეილის დიეტა

№46

ავტორი: ანი რევია 18 წუთის წინ

დიეტა
დაკოპირებულია

არაჟნის კოქტეილით საკმაოდ მარტივად, ეფექტურად და სწრაფად შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოცილებასა და ფორმაში ჩადგომას. ამასთან, შეგიძილათ, კოქტეილის სმა იმ დრომდე გააგრძელოთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღე ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ დიეტის დაცვის დროს აუცილებელია, სვათ წყალი, მინიმუმ, ორ ლიტრამდე. ასევე, შეგიძლიათ, უშაქრო ყავის დალევაც.

კოქტეილი კი ასე უნდა მოამზადოთ: 500 გრამ 15-პროცენტიან არაჟანს დაამატეთ ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში და კარგად დააბლენდერეთ. სვით სამი დღის განმავლობაში. შემდეგ ერთი დღე გამოტოვეთ და მიირთვით მხოლოდ ხილი, ბანანის გარდა. მეხუთე დღეს მიირთვით ყველანაირი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა, ცოცხალი ან მოხარშული. შემდეგი სამი დღის განმავლობაში კი ისევ არაჟნის კოქტეილი გაიმეორეთ.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი