რატომ არის თმისთვის საჭირო ბანანის ნიღბების გაკეთება
ავტორი: ანი რევია 10 წუთის წინ
კლიმატური პირობების, არასწორად შერჩეული თმის მოვლის თუ დასაბანი საშუალებების გამოყენება ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა და ასე შემდეგ თმას მტვრევადს, მშრალსა და უსიცოცხლოს ხდის. სახლის პირობებში კი თავად შეგიძლიათ, თმას ხალისი, ბზინვარება და სიცოცხლე დაუბრუნოთ. ბანანისგან დამზადებული ნიღბები თქვენს თმას, მისცემს დამატებით მოცულობას და ბზინვარებას. გარდა ამისა, სასიამოვნო სურნელსაც მიანიჭებს.
* ნიღაბი მეტი მოცულობისთვის – საჭიროა 2 ცალი ბანანი, 3 სადილის კოვზი მაიონეზი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი. ბანანი ბლენდერის საშუალებით კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღბის თმიდან ჩამობანა ძალიან გაგიძნელდებათ. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მაიონეზი და ისევ დააბლენდერეთ, სანამ მასა კრემისებური არ გახდება. კარგი არომატისთვის ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი. წაისვით ახალდაბანილ, პირსახოცით ოდნავ შემშრალებულ თმაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით.
* ნიღაბი დაზიანებული და მშრალი თმისთვის – საჭიროა 1 ცალი ბანანი, 5 წვეთი ნუშის ზეთი. ბანანი კარგად დააბლენდერეთ, ისე, რომ მკვრივი ნაწილაკები არ დარჩეს. დაუმატეთ ნუშის ზეთი და ახალდაბანილ თმაში შეიზილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და მსუბუქი შამპუნით.
* უნივერსალური ნიღაბი – საჭიროა 1 ცალი ბანანი, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 სადილის კოვზი რძე. დააბლენდერეთ ბანანი, შემდეგ შეურიეთ კვერცხი, თაფლი, ზეთი და რძე და ისევ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი უნდა წაისვათ ახალდაბანილ თმაზე და ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩეროთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და მსუბუქი შამპუნის გამოყენებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



