რჩევები

კითხვა-პასუხი

№45

ავტორი: ანი რევია 28 წუთის წინ

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ამ ბოლო დროს კანზე საკმაოდ დიდი ზომის მოყავისფერო შეფერილობის ლაქები გამიჩნდა. არსებობს რაიმე საშუალება მათ მოსაცილებლად ან გასაღიავებლად, სახლის პირობებში რომ ვცადო?

პასუხი: 2 სადილის კოვზ შვრიის ფანტელებს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა და კარგად შეიზილეთ იმ ადგილებში, სადაც პიგმენტური ლაქებია. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. რეგულარული პროცედურების შედეგად პიგმენტური ლაქები გაღიავებას დაიწყებს და შესაძლოა, გაქრეს კიდეც.

კითხვა: სახეზე მქონდა გამონაყარი, ვიწვალე და ის ადგილები ისე გამიღიზიანდა, რომ კანმა გაწითლება და შეშუპება დაიწყო. სადღაც ამოვიკითხე, რომ ასპირინი შველის და შეგიძლიათ მითხრათ როგორ გამოვიყენო?

პასუხი: დიახ, ასპირინი დაგეხმარებათ გამონაყრის, შეწითლებისა და შეშუპების სწრაფად დამარცხებაში. დაფქვით ასპირინის ორი აბი და დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. ამ საშუალებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, დაიტოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ საპნით მოიშორეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი