კითხვა-პასუხი
ავტორი: „თბილისელები“ 13:00
კითხვა: ძალიან მიყვარს მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმა, გამხდარი ვარ და აღნაგობაც მიწყობს ხელს, თუმცა ასაკში ვარ და ფეხის ზედა ნაწილზე სტრიები გამიჩნდა. შევძლებ მის მოცილებას სახლის პირობებში?
პასუხი: ასპირინის 3 აბი კარგად დაფხვენით და დაასხით ძალიან მცირე რაოდენობით წყალი, ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. შემდეგ 2 სადილის კოვზი წყლის აბაზანაზე შემთბარი ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასით საღამოს, ძილის წინ კარგად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები და დაიტოვეთ მთელი ღამით. გაიმეორეთ პროცედურა დღეგამოშვებით. სტრიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ასევე, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში. თუ ამ პროცედურას რეგულარულად შეასრულებთ, პრობლემას დაამარცხებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



