ტესტები

ვიზუალური ემოცია

№32

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 18.08

ტესტი
დაკოპირებულია

გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ ნაბიჯს გეგმავთ, თუ ბევრი ფიქრი არ გჭირდებათ და ემოციური იმპულსებით ხელმძღვანელობთ?

ამის გასაგებად დახედეთ სურათს - რა დაინახეთ პირველად? ბევრი არ იფიქროთ.

• სოფლის ხედი სახლებით

თუ სახლები, ხეები და ჩიტები დაინახეთ, თქვენთვის გრძნობები გონებაზე მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებით ხელმძღვანელობთ. რთული მდგომარეობიდან გამოსვლასა და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში ყოველთვის ინტუიცია გეხმარებათ. თქვენი ემოციური ინტელექტი ძალიან განვითარებულია, მაგრამ ემოციურად მიღებულმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებებმა ერთხელაც შეიძლება, ძალიან დაგაზარალოთ. ცოტა ზომიერება გაკლიათ.

• სპილო

თუ სურათზე ხეებსა და სახლებს შორის შემალული სპილო დაინახეთ (რაც მარტივი ნამდვილად არ არის და ყველას არ შეუძლია), იმ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებიც ცდილობენ, ყოველთვის ლოგიკურად იმოქმედონ. თავდაპირველად მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარს ითვალისწინებთ და მხოლოდ შემდეგ გადადიხართ მოქმედებაზე. თქვენი ძლიერი მხარე ანალიტიკური უნარებია, მაგრამ მას თავისი ნაკლიც აქვს – როდესაც სხვები მოქმედებენ, თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ და გეგმავთ. ზოგჯერ საკუთარ თავს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ და გრძნობები არ დამალოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა