ცხოვრების რომელ ეტაპზე ხართ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, აირჩიეთ ფოტოზე სამი ჩოგნიდან ის ერთი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და წაიკითხეთ თქვენი პასუხი
ჩოგანი 1:
თუ თქვენი არჩევანი პირველ სიმბოლოზე შეჩერდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბოლო დროს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდით და ახლა გადაღლილი ხართ. შესაძლოა, ბევრს ნერვიულობდით სხვა ადამიანებზე, სამსახურებრივ პროექტებზე ან მომავლის გაურკვევლობაზე.
საჭიროა, დროებით შეაჩეროთ მარათონი და საკუთარ თავზე იზრუნოთ. შინაგანი რესურსების აღდგენა მნიშვნელოვანია. ნუ შეგეშინდებათ საქმეების გადადების ან ვინმესთვის უარის თქმის. მიეცით საკუთარ თავს უფლება, უბრალოდ, დაისვენოთ, როგორც კი შინაგან სიმშვიდეს დაიბრუნებთ, ყველა გარე პრობლემა თავისთავად, ბევრად უფრო მარტივად მოგვარდება.
ჩოგანი 2:
მეორე ჩოგნის არჩევა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი გარდატეხის პერიოდი დგება. ახალი შესაძლებლობების ზღურბლზე დგახართ. თუმცა, შესაძლოა, ქვეცნობიერად ჯერ კიდევ ეჭიდებით წარსულს, ძველ ჩვევებს ან ადამიანებს, რომლებმაც თავისი როლი თქვენს ცხოვრებაში უკვე შეასრულეს.
ნუ გეშინიათ სიახლეების! ენდეთ ცხოვრების დინებას. გაუშვით ის, რაც უკვე მოძველდა, რათა ადგილი გაუთავისუფლოთ ახალ, ბევრად უფრო პოზიტიურ ენერგიებსა და წარმატებებს.
ჩოგანი 3:
თუ თქვენი ყურადღება მესამე სიმბოლომ მიიპყრო, იმყოფებით ეტაპზე, როდესაც წარსული შრომა, იდეები და მცდელობები ნაყოფის გამოღებას იწყებს. ანუ, ახლა მოსავლის აღების დროა.
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ახლა პიკშია. ეს საუკეთესო დროა ფინანსური პროექტების დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების რეალიზაციისთვის ან იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. სამყარო მზადაა, მხარი დაგიჭიროთ. არ გაჩერდეთ მიღწეულზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





