ტესტები

ვის რა უყვარს

№39

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.10, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესო ტესტია და გირჩევთ, ცოტა დრო დაუთმოთ. აირჩიეთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის სასურველი ქვემოთ მოცემული კომბინაციებიდან და რასაც წაიკითხავთ, ნამდვილად სიახლე იქნება.

კიტრი და ნესვი

ამ ტიპის კაცები სერიოზულები არიან. ისინი ნაკლებად ექცევიან გავლენის ქვეშ და ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს. მათ შორის ბევრი სპორტსმენი და მოგზაურობის მოყვარულია. ამგვარ კაცთან ქალი თავს ისე იგრძნობს, როგორც ქვის კედლის მიღმა – მისი პასუხისმგებლობები ოჯახურ ცხოვრებაზეც ვრცელდება. მიზანმიმართულები არიან და ხშირად აღწევენ საწადელს. თუმცა აღნიშნულ ტიპს ნაკლიც აქვს – კიტრ-ნესვის მოყვარულ მამაკაცებს რომანტიზმი ნაკლებად ახასიათებთ. ამიტომაც მისგან ქალები ყვავილებს არ უნდა ელოდონ.

რაც შეეხებათ ამ ტიპის ქალებს, ისინი ხშირად აღწევენ მაღალ თანამდებობებს, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში უსუსურები არიან – ცუდი მზარეულები, ვერ ანაწილებენ ბიუჯეტს, არ უყვართ რეცხვა. თუმცა ამგვარი ქალის სახით კაცი საიმედო და ერთგულ მეგობარს იპოვის.

პომიდორი და საზამთრო

ამ ტიპის კაცები მხიარულები და აქტიურები არიან. მათ მომატებული კომუნიკაბელურობა ახასიათებთ, თუმცა ურთიერთობებისას ნაკლებად თავშეკავებულები არიან. მათი ფეთქებადი ბუნება ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ამ ტიპის ქალები ემოციურები არიან, უყვართ ცხოველები, მათ გვერდით ყოველთვის სითბო და სიმყუდროვეა. მათ არ შეუძლიათ ინტრიგების მოწყობა, თუმცა ზოგჯერ უტაქტობასაც იჩენენ – ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.

კიტრი და საზამთრო

ამ ტიპის კაცების გარეგანი სიმშვიდე და თავშეკავებულობა შინაგან დაძაბულობას ფარავს. ასეთ ადამიანებზე ამბობენ: შეფარული თაღლითიაო. მის გვერდით თავს ვულკანის კრატერში გრძნობ – არ იცი, რა იქნება ხვალ და რა იდეას ამოაფრქვევს.

ამ ტიპის ქალები შემოქმედები არიან. მათ უყვართ ფიქრი, მათ შორის ბევრი მეცნიერია.

ნესვი და პომიდორი

ამ ტიპის კაცები ტაქტიანი, გაწონასწორებული, წყნარი ადამიანები არიან. უყვართ ლამაზი ნივთები და კარგი გემოვნებაც აქვთ. თუმცა მათ შორის თავის თავში შეყვარებული ეგოისტებიც არიან.

ამ ტიპის ქალები მოსიყვარულეები და მგრძნობიარენი არიან. სიყვარულში დიდ ვნებას ავლენენ. ისინი ერთგული, ნაზი და მზრუნველი მეუღლეები დგებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი