ტესტები

ვინ ხართ რეალურად

№42

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 30.10, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესო ტესტია. მთავარია, როგორი აღქმის უნარი გაქვთ. ზოგიერთი ადამიანი ძალიან ყურადღებიანია და უმნიშვნელო დეტალიც არ გამოეპარება. ზოგი მოზრდილ ნივთებსაც ვერ ამჩნევს. შეამოწმეთ თქვენ როგორი ადამიანი ხართ.

თუ ამ ნახატზე პირველად შენიშნეთ:

ქალი და მამაკაცი: თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები. ყოველთვის ფიქრობთ საკუთარ მეორე ნახევარზე, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ძალიან იცით მიჩვევა-მიკედლება და მერე, თუ იმედი გაგიცრუეს, ძალიან მწვავედ განიცდით.

აფეთქება: ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შეშინება იოლია. საკმაოდ იმპულსურიც ხართ. თუმცა რისკზე წასვლა არ გიყვართ, მშიშარა ბრძანდებით და იმიტომ. ცოტა მეტი სითამამე არ გაწყენდათ.

პირველად ქალი: იმაზე მარტოსული ხართ, ვიდრე აღიარებთ. ან ერთი შეხედვით ჩანხართ. ყურადღება აშკარად გწყურიათ, მაგრამ ვერ იღებთ. მგონი, დროა, ცოტა მეტი იმუშაოთ ამაზე.

მხოლოდ ქალი: ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ბრძანდებით. თქვენ ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ყოველთვის ცდილობთ ჩასწვდეთ მოვლენის არსს, თუმცა ანალიზით ხშირად არ იწუხებთ თავს. მიგაჩნიათ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაფერს წყვეტს.

ხე: ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად ამახვილებთ ყურადღებას იმ მოვლენებზე, რომლებიც თქვენ გარშემო ხდება. არ გიყვართ ვითარების დაწვრილებითი ანალიზი და ხშირად თავს იკავებთ ჩარევისგან. დაფიქრდით, იქნებ დროა გააქტიურდეთ.

პეიზაჟი: მგონი, ცოტა დაბნეული ადამიანი ბრძანდებით. აკეთებთ იმას, რაც იცით და არ ღალატობთ ჩვეულ გეზს. მთლიანობაში საკმაოდ პასიური ხართ, თუმცა, ძალიან საყვარელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი