რას ამბობს სხეულის ენა
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
ფსიქოლოგების თქმით, სხეულის ენა ხშირად მეტყველებს იმაზე, რასაც სიტყვებით ვერ ვამბობთ. ამ მარტივი ტესტის მიხედვით, საყვარელი ჯდომის პოზამ შეიძლება, ბევრი რამე გითხრათ თქვენს პიროვნებაზე, უნარებსა და შინაგან ღირებულებებზე.
გადახედეთ ყველა პოზას და აირჩიეთ ის, რაც ყველაზე კომფორტულად მიგაჩნიათ:
პოზიცია 1 – თავდაჯერებული ლიდერი
თქვენთან სხვები ხშირად რჩევისთვის მოდიან. თქვენში ხედავენ მაგალითს და სანდოობას. მზად ხართ ცხოვრების ყველა გამოწვევისთვის, ძლიერი ხასიათის გამო არასდროს გაურბიხართ პასუხისმგებლობას.
პოზიცია 2 – ხელგაშლილი
ბუნებით თბილი და გულღია ადამიანი ხართ, რომელიც ყველასთვის ქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს. იშვიათად გამოჩნდება ადამიანი, ვისთვისაც თქვენთან კომუნიკაცია მარტივი არ იქნება.
პოზიცია 3 – გულწრფელი დამცველი
საკუთარი სუსტი მხარის დამალვა არ გჭირდებათ – პირიქით, ამითაც კი შთააგონებთ სხვებს. სირცხვილისა და შიშის გარეშე გამოხატავთ საკუთარ თავს და ხშირად იცავთ იმ ადამიანებს, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ.
პოზიცია 4 – ფიქრიანი და ენერგიული
თუ ჯდომისას ხშირად ამოძრავებთ ფეხებს ან ვერ ისვენებთ, თქვენში მუდმივად ცოცხლობს აზროვნების მექანიზმი. რუტინა გღლით. მოგწონთ ჩართულობა, დინამიკა და იმ პრობლემებზე ფიქრი, რომლებსაც სხვები თავს არიდებენ.
პოზიცია 5 – გულისხმიერი მსმენელი
იშვიათად ეუბნებით ვინმეს – „ეს გააკეთე!“. ამის ნაცვლად, უსმენთ მათ და ცდილობთ, ემოციურად დაეხმაროთ – თუნდაც უბრლოდ, მათ გვერდით იყოთ.
პოზიცია 6 – შინაგანად ჰარმონიული
თქვენში იშვიათი სიმშვიდეა. რომელიც სხვებს იზიდავს. არ ჩქარობთ, არ ხმაურობთ და არ ფუთფუთებთ და მაინც ბევრისთვის ხართ მაგალითი ცხოვრების დინამიკისთვის.
პოზიცია 7 – ბუნებრივად გულწრფელი და მხიარული
გიყვართ სიცოცხლე, სიახლეები და ახალ-ახალი შთაბეჭდილებები. თქვენ გვერდით ადამიანები თავს თავისუფლად გრძნობენ და მალევე გენდობიან.
პოზიცია 8 – შემოქმედებითი და მეოცნებე
ოცნებობთ, ქმნით, ფიქრობთ... ფანტაზია და იდეები თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მიზანდასახულიც ხართ და ჩანაფიქრებს ხშირად ბოლომდე მიჰყვებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





