გამოწვევა, რომელიც უნდა გადალახოთ
ავტორი: ელენე წულუკიძე 18 წუთის წინ
თუ ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რა გიშლით ხელს წინსვლაში, ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ.
შეხედეთ სურათს და აირჩიეთ ხუთიდან ერთი ნიღაბი, რომელიც ყველაზე მეტად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ნუ იფიქრებთ დიდხანს – მიჰყევით შინაგან ხმას. შედეგმა შესაძლოა, გაგაკვირვოთ და გითხრათ, სად ხართ ახლა და რა გჭირდებათ ამ ეტაპზე.
ნიღაბი 1
თუ პირველი ნიღაბი აირჩიეთ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველანაირ სიტუაციაში ცდილობს პოზიტივის დანახვას. ეს თვისება ნამდვილად მისაბაძია. დიახ, ზოგჯერ რთულია, მაგრამ თქვენ არ კარგავთ იმედს და რწმენას უკეთესის მიმართ. თქვენი ოპტიმიზმი გაძლევთ ძალას და სიმამაცეს. ზოგჯერ შეიძლება, ზედმეტად გადაინაცვლოთ ოცნებებში და დაკარგოთ კავშირი რეალობასთან – ესეც ნორმალურია.
ნიღაბი 2
თუ მეორე ნიღაბი აირჩიეთ, თქვენ აღიქვამთ ცხოვრებას, როგორც ბრძოლის ველს, თუმცა ყოველთვის მზად არ ხართ პირველივე შეძახილზე ჩაებათ შერკინებაში. ეს თვისება გაძლევთ გამძლეობას და მიზნისკენ სვლას, მაგრამ ხანდახან თავს ძალიან დაღლილად და მარტოსულად გრძნობთ, თითქოს ყოველთვის რაღაცას ებრძვით.
ნიღაბი 3
თუ მესამე ნიღაბი აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ თავგადასავლების მოყვარული ხართ. გიტაცებთ ყველაფერი ახალი და საინტერესო, ამიტომ მუდამ სიახლეს ეძებთ. მაგრამ ხანდახან ამაში საკუთარი თავი გავიწყდებათ.
ნიღაბი 4
თუ თქვენი არჩევანია მეოთხე ნიღაბი, შესაძლოა ცხოვრება გაძლევთ მუდმივი დაძაბულობის შეგრძნებას. თქვენ შრომისმოყვარე და აქტიური ადამიანი ხართ – ყოველთვის დაკავებული. თუმცა ხშირად ზედმეტი პასუხისმგებლობა გაწუხებთ და ეს სტრესს გიქმნით.
ნიღაბი 5
ამ ნიღბის არჩევა მიუთითებს თქვენს დაკვირვებულ ბუნებაზე. ბევრს ფიქრობთ, აანალიზებთ, ხედავთ დეტალებს – რაც დიდი გონივრულობის ნიშანია. მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი ფიქრი ხელს უშლის სწრაფ რეაქციებს. ისწავლეთ დროული მოქმედება. ბალანსი ფიქრსა და მოქმედებას შორის თქვენი წარმატების გასაღებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





