რა დევს ჩანთაში
ავტორი: ელენე წულუკიძე 51 წუთის წინ
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მცირე დეტალსაც კი ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენს ხასიათსა და ჩვევებზე. გთავაზობთ მარტივ და გასართობ ტესტს – აირჩიეთ ის ნივთი, რომლის გარეშეც თქვენი ჩანთა წარმოუდგენელია. აირჩიეთ ერთი ნივთი: ტუჩსაცხი, წიგნი, დღიური, საკანცელარიო ნივთები, საკვები და სასმელი თუ სხვა უსარგებლო წვრილმანები (ჩეკები, ქაღალდები და ასე შემდეგ), რომელიც თქვენს ჩანთაში ყოველთვის მოიპოვება.
ტუჩსაცხი
ტუჩსაცხი თქვენს ჩანთაში იმაზე მეტყველებს, რომ მიჩვეული ხართ საკუთარ თავზე ზრუნვას და ყოველთვის, სიტუაციის მიუხედავად, ცდილობთ, მოწესრიგებულად გამოიყურებოდეთ. ხართ ძალიან კომუნიკაბელური, გიყვართ გარშემო კარგი მეგობრების ყოლა, რომლებიც თქვენს საზოგადოებას აფასებენ. თქვენ ხართ ღია, თბილი ადამიანი და მუდამ მიისწრაფვით ჰარმონიისკენ, როგორც გარეგნობაში, ისე გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.
წიგნი
თუ თქვენს ჩანთაში მუდამ დევს წიგნი, ეს ნიშნავს, რომ ხართ უნიკალური გონების, აფასებთ თქვენს დროს და არ იფანტებით წვრილმანებზე. თქვენთვის კითხვა მხოლოდ დროის გასაყვანი საშუალება კი არა, იდეების, შთაგონებისა და ახალი ცოდნის წყაროა. ყოველთვის ირჩევთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
დღიური (ორგანაიზერი)
გიყვართ ორგანიზებულობა, წესრიგი და კონტროლი. საქმეებისა და ფიქრების ჩაწერით თავს თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობთ, რადგან იცით: არაფერი დაგავიწყდებათ და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. დღიური თქვენთვის არა მხოლოდ ჩანაწერების წიგნი, არამედ გზამკვლევია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მიზნებისკენ სავალ გზაზე.
საკანცელარიო და საოფისე ნივთები
თუ თქვენს ჩანთაში მუდამ მოიპოვება საკანცელარიო ნივთები, ეს ნიშნავს, რომ შემოქმედებითი გონება გაქვთ. თქვენ იდეების ადამიანი ხართ და მათი გამოხატვა ნებისმიერ დროსა და ადგილს სჭირდება. თქვენთვის ეს ჰაერივით მნიშვნელოვანია. შემოქმედებაში პოულობთ ცხოვრების აზრს.
საკვები და სასმელი
თუ ჩანთაში მუდამ გაქვთ წასახემსებელი, ბოთლი წყალი ან ცხოველის საკვები, თქვენ მზრუნველი და წინდახედული ადამიანი ხართ. მიჩვეული ხართ, იფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, განსაკუთრებით ცხოველებზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გვერდით ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. ეს მეტყველებს პრაქტიკულობაზე, პასუხისმგებლობის გრძნობასა და ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მომზადების უნარზე.
ნებისმიერი ნაგავი: ნამცხვრის ქაღალდები, მაღაზიის ჩეკები და ასე შემდეგ
ვინმე იფიქრებს, რომ ეს მოუწესრიგებელი ადამიანის ჩანთაა, მაგრამ სინამდვილეში ნაგვის ტარება, სანამ მის გადასაყრელად შესაფერის ადგილს არ იპოვით, თქვენს მაღალ შეგნებასა და გარემოსადმი პატივისცემაზე მეტყველებს. თქვენ ზრუნავთ ბუნებაზე და ცდილობთ, არ დაანაგვიანოთ და არ დაარღვიოთ წესრიგი, თუნდაც ყველაზე მცირე ყოველდღიურ წვრილმანებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





