ტესტები

თუ მეაგარაკე ხარ...

№43

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.11

ტესტი
დაკოპირებულია

ტესტი საკმაოდ მარტივია. სურათზე 6 ყვავილია გამოსახული. მათგან დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ენდეთ ინტუიციას და პირველ შთაბეჭდილებას, რომ ზუსტი პასუხი მიიღოთ.

პირველი ყვავილი

შრომისმოყვარე ხართ. აგარაკზე სულიერად და ფიზიკურად ისვენებთ. შრომაში სიამოვნებას იღებთ და ენერგიით ივსებით. ნაკვეთის მოწესრიგებით არ იღლებით. უფრო და უფრო უკეთესი ნაკვეთის მიღება გსურთ. გიყვართ ახალი მეთოდების გამოცდა.

მეორე ყვავილი

აგარაკზე მიდიხართ, რომ სიმშვიდით, სიწყნარითა და სუფთა ჰაერით ისიამოვნოთ. მთელი დღე ნაკვეთზე მუშაობა თქვენთვის შეუფერებელია, თუმცა, ცდილობთ, რომ მოვლილი და სუფთა კარ-მიდამო გქონდეთ. ნებისმიერ საქმეს, თუნდაც მარტივს, მხოლოდ კარგად დასვენების შემდეგ აკეთებთ.

მესამე ყვავილი

გიყვართ სუფთა ჰაერზე გემრიელად ჭამა. ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც აგარაკზე დადიხართ. საკუთარ ეზოში შემწვარ მწვადზე გიჟდებით. ფიქრობთ, თუ აგარაკზე პიკნიკს ვერ მოაწყობთ, მაშინ რა საჭიროა, რომ გქონდეთ. მეზობლებს თქვენი ჩამოსვლა ახარებთ, რადგან ყოველთვის გემრიელი კერძებით უმასპინძლდებით.

მეოთხე ყვავილი

აგარაკზე იძულებით, ვიღაცის თხოვნით დადიხართ. აგარაკზე საქმეს დიდი მონდომებითა და სიხარულით არ აკეთებთ. გირჩევნიათ, რომ დრო უფრო საინტერესო საქმეს დაუთმოთ. თუმცა სხვები გიყოლიებენ და კარტოფილის ან კიტრის მოსავლის ასაღებად შრომობთ. ამაში კარგი მხარეც არის. უხვი და სასარგებლო მოსავალი თქვენი ჯილდოა.

მეხუთე ყვავილი

კომუნიკაბელური ხართ. ხალხთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. მეზობლებს ხშირად ეპატიჟებით და თავადაც სტუმრად დადიხართ. აგარაკზე ბეჯითად არ შრომობთ, უფრო – ზომიერად. სხვებს საკუთარ გამოცდილებას სიამოვნებით უზიარებთ და მათ ამბებსაც ისმენთ.

მეექვსე ყვავილი

ექსპერიმენტების მოყვარული ხართ. ინტერნეტსივრცეში ეძებთ საინტერესო ხრიკებს, რომლებიც აგარაკზე შეგიძლიათ გამოცადოთ. სულ ცდილობთ, რომ ახალი ჯიშის მცენარე იპოვოთ და ნაკვეთზე გაახაროთ. თქვენი აგარაკი ექსპერიმენტული ველია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა