ტესტები

ცხოვრება საყვარელი ციფრის მიხედვით

№21

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 05.06

ტესტი
დაკოპირებულია

ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი საყვარელი რიცხვი, რომელიც, მისტიკურად, მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. საყვარელი ციფრის დახმარებით კი შეიძლება, საკუთარ თავზე გარკვეული აზრიც შეგექმნათ და მომავლის გზაც განსაზღვროთ. აირჩიეთ საყვარელი ციფრი 0-დან 10-მდე და წაიკითხეთ შესაფერისი აღწერა:

0 – მარტივად შეძვრებით ადამიანის სულში და გაიგებთ მის ყველაზე იდუმალ აზრებსა და სურვილებს. შესაძლოა, ფსიქოლოგი ან გამომძიებელი გახდეთ.

1 – თქვენ ცხოვრების სულიერი ნაწილი უფრო გაინტერესებთ. სცადეთ ღვთისმსახურება ან ექსტრასენსობა.

2 – თქვენთვის ყველაზე მთავარი თქვენი ოჯახია. პროფესიის მიუხედავად, თქვენი ოჯახის წევრები თქვენთვის პირველ ადგილზე იქნებიან. აირჩიეთ ისეთი საქმიანობა, რომ მათთვის დიდი დრო დაგრჩეთ.

3 – იდეათა გენერატორი ხართ. თუმცა, ამ იდეების განხორციელებას უკვე სხვებს ავალებთ. თქვენგან კარგი ანალიტიკოსი ან მწერალი გამოვიდოდა.

4 – თქვენი მოწოდება მეცნიერებაა. აირჩიეთ პროფესია, რომელიც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული.

5 – თქვენი ცხოვრების აზრი სიყვარულია. გაქვთ სხვისი შეყვარებისა და თავადაც საყვარელ ადამიანად ყოფნის უნარი. უბრალოდ, ეცადეთ, ცხოვრება იმ ადამიანებს დაუკავშიროთ, რომლებიც ნამდვილად გიყვართ.

6 – თქვენი მოწოდება ლიდერობაა. გამოცადეთ ძალები ბიზნესში ან დაიწყეთ პოლიტიკური კარიერის შენება.

7 – თქვენთვის ყველაზე მთავარი სამართლიანობაა. ადვოკატი ან უფლებადამცველი უნდა გახდეთ.

8 - ბევრს ფიქრობთ ახლობლებზე. თქვენთვის კარგი იქნება საქმიანობა, რომლითაც დაეხმარებით ადამიანებს, იზრუნებთ მათზე, ვისაც დახმარება სჭირდებათ.

9 – ცხოვრებაში ყველაზე მეტად განმარტოება და სულიერი ჰარმონია გიყვართ. იქნებ, აღმოსავლური სულიერი პრაქტიკით დაკავებულიყავით.

10 – ფულია თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი. თქვენთვის გამოდგება ნებისმიერი საქმე, რომელშიც დიდი ფულის გამომუშავებას შეძლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...