ტესტები

თოვლის კაცი გეტყვით

№1

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 16.01, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

სახალისო ტესტია. კარგად დააკვირდით სურათს და აირჩიეთ ერთი თოვლის კაცი. გაიგებთ, რა არ უნდა გააკეთოთ მომავალ წელს, თუ გინდათ, რომ ის თქვენთვის იღბლიანი იყოს.

აირჩიეთ? წაიკითხეთ, რას გეუბნებათ თქვენი არჩევანი.

1. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ დაკარგოთ იმედი. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მიზნები და ყველა სირთულეს დაძლევთ. თუ დანებდებით, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.

2. ახალ წელს სესხი არ უნდა აიღოთ. თავად სცადეთ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. სესხი პრობლემებს მოგიმრავლებთ, სიტუაციიდან გამოძვრომა კი რთული იქნება.

3. მომავალ წელს ეცადეთ, რომ ახლოს იყოთ საყვარელ ადამიანებთან. გაუფრთხილდით მეგობრულ ურთიერთობებს. იყავით კეთილგანწყობილი ყველასთან. სწორედ, ეს ურთიერთობები მოგიტანთ ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობას.

4. ნურავის ეტყვით უარს. აუცილებლად იყავით კეთილი და გულისხმიერი.

5. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მომავალ წელს აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი ორგანიზმი, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და აუცილებლად მიიღეთ საჭირო ზომები.

6. არ ეჩხუბოთ საყვარელ ადამიანებს. თუ გრძნობთ, რომ კონფლიქტი იწყება, პირველი ნაბიჯი გადადგით და ეცადეთ, დაუყონებლივ მოაგვაროთ ისე, რომ თქვენ შორის გაუგებრობა აღარ დარჩეს.

7. ამ წელს მოდუნება კატეგორიულად გეკრძალებათ. უნდა გამოავლინოთ სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა, რაც მომავალში ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი.

8. ზედმეტად ნუ დაძაბავთ საკუთარ

თავს. შეეცადეთ, რაც შეიძლება, ნაკლებად მოხვდეთ სტრესულ სიტუაციაში. უმჯობესია, თუ დროს დასვენებასა და განტვირთვას დაუთმობთ.

9. ნუ იქნებით ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვებისთვის ცუდი ამბები მოაქვს, რადგან შესაძლოა, ეე თქვენც შეგეხოთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი