ტესტები

თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი

№28

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 23.07

ტესტი
დაკოპირებულია

ტესტის ჩაბარებამდე საჭიროა, მოადუნოთ გონება. ეს შედეგს უფრო ზუსტს გახდის. ასე რომ, ცოტა ხნით შეისვენეთ სხვა საქმეებისგან და ყურადღება ტესტს დაუთმეთ. შემდეგ დახედეთ სურათს და უპასუხეთ მარტივ კითხვას: რომელ ქალს უჭირავს სხვისი ბავშვი?

პასუხის ვარიანტების განხილვა:

  1. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოკრძალებული ადამიანები უფრო ხშირად პირველ სურათს ირჩევენ. ისინი ყოველთვის მზად არიან სხვა ადამიანის მოსასმენად, შეუძლიათ გასცენ კარგი რჩევები და სხვებს საქმითაც დაეხმარონ. მათ იციან, როგორ უნდა იპოვონ საერთო ენა საზოგადოების ყველაზე „რთულ“ წარმომადგენლებთანაც კი. პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეებს, არიან ძალიან ერთგულები და ემპათიურები.
  2. მეორე ქალს ხშირად ისინი ირჩევენ, ვინც მიდრეკილია ნებისმიერი სიტუაციის გაანალიზებისკენ. ასეთ ადამიანებს უყვართ მარტო ყოფნა და ბევრს ფიქრობენ. უფრო მეტიც, მათ არ მოსწონთ, როდესაც სხვები მათ ფიქრებში ერევიან და ყურადღებას უფანტავენ. სამუშაო პროცესში ისინი იღებენ ყველაზე რთულ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც მათთვის უფრო საინტერესოა. ურთიერთობებში არიან მომთხოვნები და სურთ მეორე ნახევრისგან მაქსიმუმი მიიღონ.
  3. მესამე ქალს ყველაზე ხშირად არჩევენ კომუნიკაბელური ადამიანები. ისინი სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან და ურთიერთობებში ხშირად ფსიქოლოგის როლსაც ასრულებენ. მათი თითოეული საუბარი საინტერესო და აზრიანია. ხალხი მათ რჩევისთვის მიმართავს, რადგან გრძნობენ, რომ ამ ადამიანებს გაგების სწორი უნარი აქვთ. სამსახურში ასეთი ადამიანი მეგობრული და ცნობისმოყვარეა, ყოველთვის მზადაა სიახლეებისთვის და გულუხვად უზიარებს თავის ცოდნას სხვებს. ურთიერთობაში ყველაფერი უფრო რთულადაა, რადგან ასეთი ადამიანების მოთხოვნები ყოველთვის ძალიან მაღალია. სასიყვარულო თავგადასავლების დროს კი ზედმეტი ემოციების გავლენის ქვეშ ექცევიან, ხშირად კარგავენ განსჯის უნარს და მოქმედებენ იმპულსურად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...