თქვენი არჩევანი – თქვენი ხასიათი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.01
ყურადღებით დააკვირდით ამ მაგიდებს და აირჩიეთ ის ერთი, რომელსაც არ მიუჯდებოდით, ქვემოთ კი ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი:
მაგიდა #1
უკანასკნელ დროს სტრესმა მთელი თქვენი ცხოვრება ჩაყლაპა. ყველას და ყველაფრის ინტერესი დაგეკარგათ. თქვენ ვითარების გააზრებისთვის გარკვეული დროით მარტოობა გესაჭიროებათ. შესაძლოა, ეს გრძნობები რაღაც გარკვეულმა მოვლენამ გამოიწვია და ამის განხილვა კონკრეტულ ადამიანებთან კიდევ მოგიწევთ. დროა აცნობოთ, რომ მათ ტკივილი მოგაყენეს.
მაგიდა #2
თქვენ ცდილობთ, ცხოვრებაში საუკეთესოს მიაღწიოთ, მაგრამ ბოლო დროს გრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ, დაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. დატკბით საყვარელი საგნებით, რათა შემდგომში ცვლილებების განხორციელება შეძლოთ.
მაგიდა #3
დღეს ყველაფერი გაშფოთებთ, თუმცა ეს თქვენ გამო არ ხდება. უბრალოდ, თქვენი ვარდისფერი სათვალე ცოტათი ნაცრისფერი გახდა. საზოგადოებას პესიმისტურად უყურებთ. ცდილობთ, გარემო გააუმჯობესოთ. ზოგჯერ, როცა თავს დათრგუნულად გრძნობთ, გულიც გიტყდებათ.
მაგიდა #4
სხვებთან შედარება გჩვევიათ, რადგან ისინი თქვენზე უკეთესები გგონიათ. შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ამგვარად ფიქრი! სწორედ ახლაა „თვითგადარჩენის“ დრო. წადით მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, თეატრში ან კინოში. თქვენ ეს აუცილებლად გესაჭიროებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან