ტესტი ტელეფონებით
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 15.12
თანამედროვე ადამიანის ტელეფონებზე დამოკიდებულების ამბავი ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს საკმაოდ მარტივი ტესტი კი ძალიან გაგახალისებთ, თან უფრო აშკარად გამოჩნდება თქვენი გემოვნება და მოთხოვნილებები.
ტელეფონი #1
საკმაოდ მეგობრული ადამიანი ბრძანდებით. თუ ვინმეს არ მოსწონხართ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი შურთ. ცხოვრება საოცრად არაპროგნოზირებადია და თქვენ შეძელით ამასთან ადაპტირება.
ტელეფონი #2
რასაც უნდა აკეთებდეთ, მთელი არსებით გადაეშვებით ხოლმე საქმ
ეში. სახლამდე მილასლასდებით და არაქათგამოცლილი დივანზე მიეგდებით-. გარშემო მყოფნი პატიოსან და ოპტიმისტ ადამიანად მიგიჩნევენ.
ტელეფონი #3
პრაქტიკული აზროვნება ჭკვიან და ეფექტიან ადამიანად გაქცევთ. შესაბამისად, როცა რაიმე პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას ეძებთ, ყოველთვის ლოგიკურად აზროვნებთ. ისე სწრაფად შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რომ ახლობლები და მეგობრებიც კი ხშირად გაოცებული რჩებიან.
ტელეფონი #4
თქვენ სულიერად მშვიდი და საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით. სიამოვნებას იღებთ ბუნების წიაღში ხანგრძლივი სეირნობით. თქვენგან შესანიშნავი ლიდერი დადგებოდა.
ტელეფონი #5
ცხოვრებით გაუმაძღარი ადამიანი ხართ! სულ რაღაც ახლისა და ექსტრემელურის მოსინჯვა გინდათ. მეგობრები თქვენი მადლიერი არიან, რომ აიძულებთ, თავიანთი კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და გახალისდნენ. ნამდვილი ავანტიურისტი ბრძანდებით.
ტელეფონი #6
სიამოვნებით იძენთ ახალ მეგობრებს. ნათელი აურა გაქვთ, რომელიც პოზიტიურ ადამიანებს იზიდავს. ყველაფერში მხოლოდ კარგს ხედავთ. ვინც გიცნობთ, ყველა, პატივს გცემთ თქვენი პოზიტიური შეხედულებების გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან