ტესტები

ტესტი ინტროვერტსა და ექსტრავერტზე

№18

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 15.05, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

სამყარო ორი ტიპის ადამიანებად იყოფა: ექსტრავერტებად და ინტროვერტებად. ექსტრავერტები – კომუნიკაბელური, ქარიზმატული ლიდერები, ხოლო ინტროვერტები – ჩაკეტილები, უფერულები და მოსაწყენები არიან.

ამბობენ, რომ ექსტრავერტები არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების კომპანიაში ისვენებენ, რადგან მათთან ურთიერთობისას ძალებს იღებენ, ხოლო ინტროვერტები ძალებს საკუთარ თავთან საუბარში იკრებენ.

დააკვირდით მთავარ სურათს და დაიმახსოვრეთ გამოსახულება, რომელიც პირველად დაინახეთ. დიდხანს არ იფიქროთ.

მზად ხართ გასაშიფრად?

• ტუჩი

თუ პირველად ტუჩები დაინახეთ, გამოდის მოქნილი აზროვნების ადამიანი ხართ. მშვიდი და საქმეზე კონცენტრირებული – თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ასეთ ხალხს კონფლიქტის შექმნა არ უყვარს. ზოგადად, ადამიანები, რომლებმაც პირველად ტუჩი დაინახეს, მიამიტები და გულკეთილები არიან. დიდად ენდობიან სხვებს და სამყაროს.

• ხე

ექსტრავერტები, პირველ რიგში, ამ სურათზე ხეს ამჩნევენ. ხშირად ლიდერული პოზიცია უჭირავთ. იყო ლიდერი, ნიშნავს ხალხის შორის იყოთ. ექსტრავერტების უმეტესობამ იცის, თუ რა სურს. გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, დიდხანს ფიქრი არ უყვარს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის გრძნობა ყალბია ან ყურადღება სურთ. უბრალოდ, ექსტრავერტებს საუბარი ნამდვილად მოსწონთ.

• ფესვები

თუ ფესვები დაინახეთ, ინტროვერტი ხართ. ინტროვერტისთვის საკუთარ თავთან განმარტოება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ხალხი გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ფრთხილი და ანგარიშიანია. ინტროვერტი ბევრს ფიქრობს და აანალიზებს, ამით სიხარულს განიცდის. ერთ ამოცანაზე დიდხანს ფოკუსირება შეუძლია. ინტროვერტი ძალიან კრეატიული ადამიანია და ეს კრეატივი მასთან მშვიდ საათებში, საკუთარ თავთან განმარტოებისას მოდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი