ტესტები

ტესტი ინტელექტზე

ავტორი: ელენე წულუკიძე 15:16 17.11

ტესტი ინტელექტზე
დაკოპირებულია

გთავაზობთ ორ შეკითხვას ძალიან საინტერესო ტესტიდან.

ნუ დაიზარებთ, გაეცით გულწრფელი პასუხები და ნახეთ, რამდენად დაემთხვევა თქვენი შედეგები მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის, ანუ IQ-ს მქონეთა პასუხებს.მერე კი,

შეგიძლიათ იამაყოთ.
1. შეგიძლიათ, იცხოვროთ მჭიდროდ დასახლებულ მეგაპოლისში?
ა) არა, გარშემო ბევრი ხალხი ძალიან მძაბავს;
ბ) ჩემთვის სულერთია, ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს;
2. განიცდით თუ არა დისკომფორტს, მარტოობასა და ნაღველს, როცა ყოველდღე ვერ ახერხებთ მეგობრებთან ურთიერთობას?
ა) ალბათ, კი;
ბ) უფრო ხშირად – არა.
ნახეთ ტესტის შედეგები:
* თუ ორივე შეკითხვაზე პასუხად „ა“ ვარიანტები აირჩიეთ, ესე იგი, ტიპური საშუალო, IQ-ის მფლობელი ადამიანი ბრძანდებით.
* თუ ორივე შეკითხვაზე პასუხად „ბ“ ვარიანტები აირჩიეთ, დიდი ალბათობით, თქვენი პიროვნული „ბედნიერების ინდექსი“ და ინტელექტი ძალიან მაღალი დონისაა.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მაღალი ინტელექტუალური უნარების მქონე ადამიანები უკეთ ერკვევიან სიახლეებში, არ უჭირთ ცვლილებებთან შეგუება და უფრო სწრაფად ადაპტირდებიან ახალ გარემოსთან.
შესაბამისად, ასეთი ადამიანები იოლად იტანენ დიდი ქალაქების სტრესულ გარემოსა და მეგობრების მხარდაჭერა დიდად არც სჭირდებათ. ისინი მეტად თვითკმარი ადამიანები არიან და საკუთარი ძალებით შეუძლიათ თავის გადარჩენა
* თუ ორი შეკითხვიდან პასუხებად სხვადასხვა ვარიანტები აირჩიეთ, ესე იგი, ბედნიერებასა და ინტელექტს შორის ჰარმონია გაქვთ ნაპოვნი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...