ტესტები

ტესტი ემოციურ მდგომარეობაზე

№9

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.03

ტესტი
დაკოპირებულია

ამ მარტივი, ვიზუალური ტესტის დახმარებით თქვენს ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობაზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

ყურადღებით დააკვირდით სურათს და აირჩიეთ კვადრატი, რომელიც უფრო მოგეწონებათ.

ახლა კი ნახეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი :

1. ცდილობთ, ყოველი წამით მიიღოთ სიამოვნება. თქვენი დევიზია: „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“ ყოველთვის მზად ხართ ახალი შთაბეჭდილებებისა და ცვლილებებისთვის სიყვარულშიც კი. სწავლობთ გარემოს და სიურპრიზებით სიამოვნებას იღებთ.

2. ყოველთვის საღ აზრზე ხართ. არ აღიარებთ შეზღუდვებს, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. საკუთარი იდეებითა და მოსაზრებებით ცხოვრობთ მაშინაც კი, თუ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავს.

3. არ გიყვართ ზედაპირული ადამიანები. გირჩევნიათ, მარტო იყოთ, ვიდრე უაზრო საუბარი აიტანოთ. ხანგრძლივი მარტოობა ხელს არაფერში გიშლით.

4. თქვენთვის ძვირფას ადამიანებს უსაფრთხოების გრძნობას ანიჭებთ ისე, რომ მათზე ზეწოლას არ ახდენთ. ყველას ნაზ და გულწრფელ ადამიანად მიაჩნიხართ.

5. მხოლოდ საკუთარ ქმედებებს ეყრდნობით. რეალისტურად უყურებთ ცხოვრებასა და ყოველდღიურ საზრუნავს. პრობლემებს მარტივად, ყოველგვარი სირთულის გარეშე აგვარებთ. ადამიანები გენდობიან და ეს ბუნებრივია.

6. მარტივად ურთიერთობთ ადამიანებთან, თუმცა ძალიან ფრთხილი ხართ. მეგობრებს ადვილად იძენთ, მაგრამ მარტოობაც სიამოვნებას განიჭებთ. დრო და დრო ყველაფრისგან დასვენება და საკუთარ თავთან განმარტოება გჭირდებათ, რომ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ. აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გაძლევთ.

7. მგრძნობიარე ბუნება ჭეშმარიტი ღირებულების შეცნობაში გეხმარებათ. განსაკუთრებული სტილი გაქვთ – დახვეწილი და ელეგანტური. იდეალი, რომელზეც თქვენს ცხოვრებას აყალიბებთ, განსაზღვრავს იმ სიამოვნებებს, რომელსაც ცხოვრებისგან იღებთ.

8. ძალიან მგრძნობიარე ხართ. უარს აცხადებთ სამყაროს რაციონალურად შეფასებაზე. თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც გრძნობები გეუბნებათ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, იოცნებოთ. არ იღებთ არაფერს, რამაც შეიძლება, თქვენი ემოციები და გრძნობები შეზღუდოს.

9. მზად ხართ, რომ გარისკოთ და საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახურის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. თქვენთვის რუტინა მიუღებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი