ტესტები

ტესტი ჩაით

№11

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 20.03, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ადამიანები, რომლებიც ჩაის ერთნაირ სახეობას ანიჭებენ უპირატესობას, ერთმანეთს ჰგვანან. შავი ჩაის მოყვარულები საქმიანი და აქტიურები არიან, ხოლო ყვავილების ჩაის მოყვარულები – მშვიდი და გაწონასწორებულები.

ამ ტესტის გავლის შემდეგ დარწმუნდებით, რომ აღწერა თქვენს პიროვნებას ზუსტად ასახავს.

რა გავლენას ახდენს ხასიათზე არჩეული ჩაი? აარჩიეთ თქვენი საყვარელი ჩაი და ნახეთ.

• მწვანე ჩაი

ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მწვანე ჩაის ანიჭებენ, საკუთარი ცხოვრებით არიან გატაცებულნი და ძალიან უყვართ მშვიდად ყოფნა. საყვარელი სასმელი კომფორტის შეგრძნებასა და მთელი დღით ენერგიით დამუხტვაში ეხმარებათ.

• შავი ჩაი

თუ შავი ჩაი გიყვართ, სავარაუდოდ, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით. ენერგიული, ამბიციური და თავდაჯერებული ხართ. სამსახურს თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, თუმცა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც შესანიშნავად ახერხებთ.

• ხილის ჩაი

ხილის ჩაის მოყვარული ყველაფერი ახლისთვის მზადაა. ადვილად იძენს ნაცნობებს, არ აშინებს გიჟური თავგადასავლები და გარემოს შეცვლა. მხიარული და კეკლუცი ადამიანია.

• ყვავილების ჩაი

ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ყვავილების ჩაის ანიჭებენ, ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი შთაგონებას პოულობენ. უყვართ ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა და სანაცვლოდაც იმავეს ითხოვენ.

• გვირილის ჩაი

როგორც წესი, ამ ჩაის ირჩევს ის, ვისაც მოდუნება და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენება სურს. ფინჯანი გვირილას ჩაი საქმიანი ადამიანების ნერვებს ამშვიდებს. მათ კომფორტი და ფუფუნება უყვართ. ძლიერი ხასიათი აქვთ და სასურველს ყოველთვის აღწევენ.

• სანელებლების ჩაი

თუ სანელებლების ჩაი გიყვართ, სავარაუდოდ, კომპანიის სული და ძალიან მეგობრული ადამიანი ხართ. ამ სასმელის მოყვარულები ყოველთვის დადებითი ენერგიით არიან დამუხტულები და სხვებს ადვილად იზიდავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი