ტესტები

ტესტი „ბაყაყი“ –რამდენად ადვილად ბრაზდებით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 09.02

ტესტი
დაკოპირებულია

ტესტი მარტივია – სურათზე აირჩიეთ ბაყაყი, რომელიც მოგწონთ. იპოვით პასუხს კითხვებზე, რომლებიც გაწუხებთ და მიხვდებით, რატომ ბრაზდებით ამა თუ იმ სიტუაციაში.

ვარიანტი 1

როგორც სხვების, ასევე, საკუთარი თავის მიმართ დიდ მოთმინებას იჩენთ. კარგად იცით, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. რთულ პერიოდშიც სიმშვიდეს არ კარგავთ. საკუთარ რეაქციებს აკონტროლებთ, მტკიცე ფსიქიკა გაქვთ. გაღიზიანება ვერაფერს გაკლებთ. არავისზე ბრაზობთ და წყენას არ იმახსოვრებთ. ნებისმიერ სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებთ.

ვარიანტი 2

თანდაყოლილი უნარი გაქვთ, რომ ნებისმიერ იმედგაცრუებას მშვიდად შეხვდეთ. მზად ხართ როგორც წარმატებისთვის, ასევე, მარცხისთვის. რთულ წუთებშიც თავს პესიმიზმის უფლებას არ აძლევთ. კარგად იცით, რომ ცხოვრება არაპროგნოზირებადია. წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. აფასებთ იმას, რაც გაქვთ. ზოგჯერ ბრაზობთ, მაგრამ სწრაფად მშვიდდებით.

ვარიანტი 3

ოპტიმისტური ხედვით გამოირჩევით. მომავალს იმედით უყურებთ. ნებისმიერ შანსს იყენებთ და რისკზეც თამამად მიდიხართ. მიგაჩნიათ, რომ მარცხი გამოცდილებაა, რომლისგანაც მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოთ. ცხოვრებაში მხოლოდ დადებით მომენტებზე ამახვილებთ ყურადღებას. წყენას დიდხანს არ იმახსოვრებთ. გირჩევნიათ, გულწრფელად გაესაუბროთ მას, ვინც გული გატკინათ, რომ ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

ვარიანტი 4

ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. ღიზიანდებით და ურთიერთობის გარკვევას ცდილობთ, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ სრულდება. ხშირად ბრაზობთ ადამიანზე, რომელმაც თქვენში იმედგაცრუება გამოიწვია. მაგრამ სამართლიანობის ძლიერი გრძნობით გამოირჩევით და თუ დამნაშავე დანაშაულს აღიარებს, მაშინვე შეგიძლიათ, შეურიგდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა