ტესტები

შენი ხასიათი და თვისებები

№5

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 11.02

ტესტები
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ხასიათზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ყოველდღიური ცხოვრებისა და ქცევის შეუმჩნეველი დეტალები. წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად ხართ, მასპინძელი კი ოთხ სრულიად განსხვავებულ სკამს გთავაზობთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მოსახერხებლად გეჩვენებათ, მერე კი ნახეთ, ხასიათის რომელ თვისებებზე მიუთითებს თქვენი არჩევანი!

• მაღალი ტაბურეტი

ადამიანები, რომლებმაც ტაბურეტზე დაჯდომა გადაწყვიტეს, ჩვეულებრივ საკმაოდ მოკრძალებულები არიან. მეგობრები მათ სიკეთისა და ზრუნვისთვის აფასებენ. ასეთი ადამიანები მზად არიან ნებისმიერ გაჭირვებულს თანაუგრძნონ და დაეხმარონ.

• სავარძელი

სავარძელი ამბიციური და ხალისიანი ადამიანების არჩევანია. მათი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია, რადგან ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი პოზიტივის დანახვა შეუძლიათ. თუმცა, ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

• სკამი

მაგარ ზურგიან, ჩვეულებრივ სკამს ყველაზე ხშირად პირდაპირი და მიზანდასახული ადამიანები ირჩევენ. როგორც წესი, ისინი შესანიშნავი მოსაუბრეები არიან და საკუთარ სიმართლეში სხვისი დარწმუნება ადვილად შეუძლიათ. ცუდი ისაა, რომ დიპლომატიური თვისებები აკლიათ. ამასთან, სხვა ადამიანების მოსმენა არ უყვართ, დამოუკიდებლად კი საშიში სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა არ შეუძლიათ.

• საქანელა სკამი

საქანელას ხშირად ირჩევენ ადამიანები, რომლებიც პიროვნული ზრდის მნიშვნელოვან ეტაპს გადიან. ამ შემთხვევაში საქანელა არასტაბილურობისა და ორჭოფობის სიმბოლოა, მაგრამ ამავე დროს, მიუთითებს, რომ ადამიანი მზად არის, მოუსმინოს სხვებს და საკუთარი შეცდომები გამოასწოროს. საქანელა, ასევე, შეიძლება, აირჩიოს ადამიანმა, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაწყვიტა და მხოლოდ სიმშვიდეს ეძებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი