ტესტები

შეხედეთ ბეჭედს

№51

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 01.01, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

შეხედეთ ბეჭდებს და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. ტესტი კი გიამბობთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი. როგორს გხედავენ მამაკაცები და რა მოსწონთ თქვენში ყველაზე მეტად. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

•თუ აირჩიეთ ნომერ პირველი ბეჭედი, თქვენში ჯერ კიდევ ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. ძალიან მგრძნობიარე და ემპათიური ხართ. მამაკაცი ამას გრძნობს და სურს, გააკეთოს ყველაფერი, რომ მის გვერდით თავი საიმედოდ იგრძნოთ. თუმცა პირველივე შემხვედრთან გულის გადაშლა არ იჩქაროთ.

•მეორე ბეჭედს ირჩევს ქალი, რომელსაც უყვარს საკუთარ თავზე ზრუნვა და თავისი ფასიც ზუსტად იცის. კაცებს ასეთი ქალი ხშირად აშინებთ. შეძლებენ, ასეთი ლამაზმანის უზრუნველყოფას ყველაფრით, რაც მას სურს? უთხარით, რომ თქვენ სიყვარული გჭირდებათ. მოძებნეთ ის, ვინც თქვენში უფრო მეტს დაინახავს, ვიდრე ლამაზი გარეგნობაა.

•მესამე ბეჭედს სიცოცხლით სავსე და მხიარული ქალი ირჩევს. მამაკაცებს მოსწონხართ, რადგან თქვენთან არასოდეს იწყენენ. ქარიზმა და იუმორის გრძნობა ახალი სიყვარულის პოვნაში გეხმარებათ..

•მეოთხე ბეჭედი სერიოზულ და მიზანდასახულ ქალს შეეფერება. იცით, რა გსურთ ამ ცხოვრებაში და მიზნისკენ დაბეჯითებით მიიწევთ. მამაკაცები ამას გრძნობენ და ხანდახან თქვენი ეშინიათ. ალბათ გამოჩნდება ის, ვინც თქვენი ნერვების მოთოკვასა და თქვენს რთულ ხასიათთან საერთო ენის პოვნას შეძლებს.

•თუ მეხუთე ბეჭედი აირჩიეთ, მამაკაცს თქვენი თავისუფლებისადმი სიყვარულით იზიდავთ. ჩარჩოებით შემოფარგლული არ ხართ და ყოველთვის იმას აკეთებთ, რასაც გული გკარნახობთ. ამასთან საკმაოდ სერიოზულიც ხართ. ამ სერიოზულობასა და ბავშვურ უდარდელობას შორის ბალანსის პოვნის საოცარი უნარი გაქვთ.

•მეექვსე ბეჭედს საკმაოდ იდუმალი ქალი ირჩევს. გამორჩეული გარეგნობა და ხასიათი გაქვთ. მამაკაცმა ბევრი უნდა სცადოს, რომ გაგიგოთ. წიგნი ხართ, რომლის ყოველი ახალი გვერდი წინაზე უფრო მიმზიდველია.

•მეშვიდე ბეჭედი შემოქმედებით ქალს შეეფერება. ორიგინალურად აზროვნებთ. ჩვეულებრივ რომანტიკას მიჩვეული არ ხართ. მუდმივად რაღაცით გაოცება გჭირდებათ. ეს ბევრ მამაკაცს მოსწონს, რადგან ნებისმიერ ფასად თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ.

•თუ მერვე ბეჭედი მოგეწონათ, თქვენს ხასიათში მეომრული განწყობაა. მამაკაცს ვნებიანი ტემპერამენტითა და ექსპერიმენტებისკენ ლტოლვით იზიდავთ. თქვენთან ერთად ქვეყნის დასალიერში წასვლაც შეიძლება.

•მეცხრე ბეჭედს ირჩევს ქალი, რომელსაც ცოლის და დედის როლი კარგად აქვს წარმოდგენილი. მამაკაცი, რომელსაც ოჯახის შექმნა სურს, თქვენში იდეალურ პარტნიორს ხედავს. ეს კი მაგნიტივით იზიდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი