ტესტები
შეიტყვეთ მეტი თქვენ შესახებ
№41
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 22.10

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს. დიდხანს ყურება საჭირო არაა. იმის მიხედვით, თუ რას დაინახავთ მოცემულ გამოსახულებაზე პირველად, შეგიძლიათ, თქვენ შესახებ კიდევ უფრო მეტი შეიტყოთ, ვიდრე იცით . სულ ორი ვარიანტია და ორივე თვალსაჩინოა.
- თუ პირველად დაინახეთ სპილო, გულის სიღრმეში კეთილი, ნაზი და მოსიყვარულე ხართ. ემპათია და თანაგრძნობა თქვენთვის უცხო არაა. ალბათ, კარგმა ნაცნობებმა იციან, რომ შეუძლიათ, თქვენი იმედი ჰქონდეთ. მეორე მხრივ, ხვალინდელ დღეზე ნერვიულობა გახასიათებთ. მცირე თავდაუჯერებლობა და ძალიან ციცქნა პესიმიზმი. ის, რასაც ვერ აკონტროლებთ, გაშორებთ და გაშინებთ. შესაძლოა, პრობლემები სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული. შეწყვიტეთ ყველაფრის გაკონტროლება და სიტუაცია ნებაზე მიუშვით, თუნდაც ცოტა ხნით.
- თუ პირველად სოკო დაინახეთ, სავარაუდოდ, სარკეში თავდაჯერებული ადამიანი გიყურებთ. აქტიური ადამიანი ხართ. სიტყვას საქმეს ამჯობინებთ. შედეგის მისაღებად კომფორტის ზონას უპრობლემოდ ტოვებთ. მეორე მხრივ, ზოგჯერ თქვენს ამ საქციელს ბოროტად ხუმრობა მოჰყვება ხოლმე. ყველას არ მოსწონს სიტყვაძუნწი ადამიანები. ზოგს მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანები რაღაცას მალავენ. სწორედ ამიტომ, თქვენთვის დამახასიათებელი ქცევისა და სხვებთან ურთიერთობის მოსახერხებელი მოდელი უნდა შეარჩიოთ. თუ, რა თქმა უნდა, არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან