ტესტები

შეიძინე სახლისთვის – ტესტი სახლზე

№41

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 24.10, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტის შედეგებით გაიგებთ, არის თუ არა სიმყუდროვე თქვენს სახლში... ნამდვილად მოგეწონებათ. ამოირჩიეთ ფოტოდან ნივთი, რომელსაც პირველ რიგში შეიძენდით და ნახეთ შედეგი.

არჩევანი #1

ეს არჩევანი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბინის გარეგნულ იერსახეს. უპირატესობას კომფორტულ გარემოს ანიჭებთ. ამის გარეშე სიმყუდროვე ვერ წარმოგიდგენიათ. თქვენს სახლს შეიძლება „მყუდრო ბუდე“ ვუწოდოთ.

არჩევანი #2

ბინას ისე აწყობთ, რომ ყოველი ნივთი ინტერიერს იდეალურად შეეხამოს და სრული ჰარმონია მიიღოთ. ეს არჩევანი თქვენს დახვეწილ გემოვნებასა და მდიდარ შინაგან ბუნებაზე მიუთითებს.

არჩევანი #3

პრაქტიკული ხართ და თქვენს სახლშიც ავეჯს კონკრეტული დანიშნულება აქვს. მოდური ტენდენციები ნაკლებად გაღელვებთ. მიუხედავად ამისა, ახლობლებს თქვენი სახლი მაინც მყუდროდ მიაჩნიათ.

არჩევანი #4

ყველაფერს ცდილობთ, რომ სახლში არისტოკრატიული ატმოსფერო შექმნათ. თქვენი იდეალური საძინებლის ავეჯი „მეფურს“ უნდა ჰგავდეს და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. თუმცა შეიძლება, ის ყველას არ მოეწონოს.

არჩევანი #5

თქვენთვის მარტივია კომფორტული გარემოს მოწყობა. თქვენს სახლში რამდენიმე ადგილია, სადაც განმარტოება და დასვენება სასიამოვნოა. სტუმარი ამ სახლისთვის უცხო არაა. მეგობრებს უყვართ თქვენთან მოსვლა.

არჩევანი #6

სახლის მოწყობისა და ავეჯის ყიდვისას, მხოლოდ საკუთარ სურვილებს ითვალისწინებთ, მაგრამ არც სტუმრებისთვის ივიწყებთ კომფორტს. ყოველი ნივთისთვის იდეალური ადგილი გაქვთ შერჩეული. შეგეძლოთ, წარმატებული დიზაინერი ყოფილიყავით. თქვენი სახლი სიმყუდროვის ეტალონია!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი